„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1523-VIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010200000.05.001.020551
1523-VIIIმს-Xმპ
26/04/2022
ვებგვერდი, 06/05/2022
010200000.05.001.020551
„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 07.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010020000.05.001.019233) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-6 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“−„უ“ ქვეპუნქტები:

„რ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იმ იურიდიული პირების შენობებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდებას;

ს) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების შენობებზე;

ტ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე;

უ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელები განსაზღვრავენ თავიანთ დაწესებულებებში საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოყენებისა და დაცვის სხვა შემთხვევებს და პასუხისმგებელი არიან საქართველოს სახელმწიფო დროშის მოვლა-პატრონობისთვის.“.

2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების შენობების ფასადებსა და დაწესებულებების დასახელებების აღმნიშვნელ აბრებზე.“.

 3. მე-15 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ მოქმედებს საქართველოს სახელმწიფო გერბის ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების შენობების ფასადებზე განთავსების შემთხვევებზე.“.

4. მე-17 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ოფიციალური შესრულების წესი და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის განთავსება საგანმანათლებლო დაწესებულებებში“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. სავალდებულოა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“−„უ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დაწესებულებებში.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

26 აპრილი 2022 წ.

N1523-VIIIმს-Xმპ