დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 20/04/2022 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/04/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.160.016744 |
11
20/04/2022
ვებგვერდი, 26/04/2022
010250020.35.160.016744
ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
|
ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი „ი“ პუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ჩარიცხვა განხორციელდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის არსებობის შემთხვევაში.
|
მუხლი 2 |
ქალაქ რუსთავში დროებით რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ – დევნილ სკოლამდელი ასაკის ბავშვების შემთხვევაში, ჩარიცხვა განხორციელდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით.
|
მუხლი 3 |
2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, 2022 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქე 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების და ასევე იმ ბავშვების, რომელთაც საჯარო სკოლებში მიმდინარე სასწავლო წლის დაწყების შემდგომ მომავალი სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში უსრულდებათ 6 წელი, ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში ჩარიცხვა განხორციელდეს, დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნების გარეშე.
|
მუხლი 4 |
2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოში შემოსული მე-3 მუხლით გათვალისწინებული უკრაინის მოქალეების ა(ა)იპ „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში ჩარიცხვა განხორციელდეს დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან/და ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის არსებობის შემთხვევაში.
|
მუხლი 5 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ააიპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 27 აგვისტოს №199 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27.08.2013 წ., 010250020.35.160.016183).
|
მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები