კანის საფარველის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ზღვრულად დასაშვები დონეების დამტკიცების შესახებ

  • Word
კანის საფარველის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ზღვრულად დასაშვები დონეების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 255/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 17/09/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 93, 25/09/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.490
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
255/ნ
17/09/2002
სსმ, 93, 25/09/2002
470.230.000.11.119.005.490
კანის საფარველის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ზღვრულად დასაშვები დონეების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/09/2002 - 12/06/2012)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.490

საქართველოს შრომის, ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №255/ნ

2002 წლის 17 სექტემბერი

ქ. თბილისი

კანის საფარველის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ზღვრულად დასაშვები დონეების დამტკიცების შესახებ

 მომუშავეთა კანზე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების კონტროლისა და ორგანიზმზე უარყოფითი გავლენის პროფილაქტიკის უზრუნველსაყოფად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული ჰიგიენური ნორმატივები „კანის საფარველის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ზღვრულად დასაშვები დონეები”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. გამყრელიძე

 

2.2.5 საწარმოო გარემოს ქიმიური ფაქტორები

კანის საფარველის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ზღვრულად დასაშვები დონეები „ზდდ”

ჰიგიენური ნორმატივები

ჰნ  2.2.5 004-02

თავი I

გამოყენების სფერო

    მუხლი 1

1. წინამდებარე ჰიგიენური ნორმატივები შემუშავებულია საქართველოს კანონის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საფუძველზე. დადგენილი ჰიგიენური ნორმატივები განკუთვნილია მომუშავეთა კანზე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების კონტროლისა და ორგანიზმზე უარყოფითი გავლენის პროფილაქტიკისათვის.

თავი II

პირობითი აღნიშვნები და განმარტებები

    მუხლი 2

1. ზდდ – ზღვრულად დასაშვები დონე;

2. CAS – chemical Abstracts service –

 ნივთიერების სარეგისტრაციო მომსახურება;

3. ა – ნივთიერება ხასიათდება ალერგიული მოქმედებით;

4. კ - ნივთიერება ხასიათდება კანცეროგენული მოქმედებით;

5. IUPAC International union of pure and Appliel

chemistry თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი.

თავი III

ზოგადი დებულებები

    მუხლი 3

1. მომუშავეთა კანის საფარველზე მავნე ნივთიერების ზემოქმედების ზღვრულად დასაშვები დონე ,,ზდდ” არის სახელმწიფო ჰიგიენური ნორმატივი, რომელიც გამოიყენება კანის საფარველზე მავნე ნივთიერების შემცველობის საკონტროლოდ და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების პროექტირებისათვის, აგრეთვე მომუშავეთა ორგანიზმზე მავნე ნივთიერების უარყოფითი გავლენის პროფილაქტიკის მიზნით ტექნოლოგიური პროცესების, მანქანა-დანადგარების სრულყოფისათვის.

2. ზდდ – არის მავნე ნივთიერების რაოდენობა კანის მთელ საფარველზე, რომელიც (ყოველდღიური 80-საათიანი მუშაობისას, არა უმეტეს 40 საათისა კვირაში) მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში არ იწვევს დაავადებას ან ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთ გადახრას, რომელიც გამოვლინდება კვლევის თანამედროვე მეთოდებით მუშაობის პროცესში, ან სიცოცხლის შორეულ პერიოდში, როგორც დღევანდელ, ასევე მომავალ თაობაში.

3. მავნე ნივთიერების ზემოქმედება ზღვრულად დასაშვებ დონეზე არ გამორიცხავს აწეული მგრძნობელობის მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევას.

4. მავნე ნივთიერება – არის ნივთიერება, რომელმაც ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების დროს შეიძლება გამოიწვიოს პროფესიული დაავადება, ან ჯანმრთელობის მდგომარეობის შეცვლა, რომელიც შეიძლება გამოვლენილ იქნეს კვლევის თანამედროვე მეთოდებით, როგორც ნივთიერების ზემოქმედების პროცესში, ასევე სიცოცხლის შორეულ პერიოდში – დღევანდელ და მომავალ თაობაში.

5. დანართი 1 (გრაფა 2) თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის IUPAC-ის წესებთან შეძლებისდაგვარ შესაბამისობაში მოყვანილია ცალკეული ნივთიერების დასახელება ანბანური რიგით. ნივთიერების იდენტიფიკაციის და მონაცემთა ბანკში დამატებითი ინფორმაციის მოძიების გაადვილების მიზნით შენარჩუნებულია CAS-ის სარეგისტრაციო ნომრები (გრაფა 3).

6. გრაფა 4 – მოცემულია ნივთიერების ზღვრულად დასაშვები სიდიდე „ზდდ” ნივთიერების რაოდენობის კანის ზედაპირის 1 სმ  დაანგარიშებით მილიგრამებში (მგ=სმ 2 ).

7. ამავე დანართში, (გრაფა 5) გარდა “ზდდ” მაჩვენებლისა, მითითებულია ნივთიერებების საშიშროების კლასები. მავნე ნივთიერებების კლასიფიკაციისა და უსაფრთხოების საერთო მოთხოვნების თანახმად, ქიმიური ნივთიერებების ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების ხარისხის მიხედვით, დაყოფილია საშიშროების 4 კლასად:

ა) I კლასი განსაკუთრებით საშიში ნივთიერებები;

ბ) II კლასი ძლიერ საშიში ნივთიერებები;

გ) III კლასი ზომიერად საშიში ნივთიე რებები;

დ) IV კლასი – ნაკლებად საშიში ნივთიერებები (გოსტ-ის 12.1007.76 შესაბამისად).

8. გრაფა 6 – “ორგანიზმზე განსაკუთრებული ზემოქმედება” – სპეციალური სიმბოლიკით გამოყოფილია კანცეროგენები და ალერგენები - შესაბამისად „კ” და „ა”.

9. გრაფა 7 – აღნიშნულია გამოყენების სფერო.

10. ნუსხაში** აღნიშნულია ნივთიერებები, რომლებთანაც მუშაობისას აუცილებელია გამოირიცხოს კონტაქტი კანთან და სასუნთქ ორგანოებთან. ასეთი ნივთიერებების გასწვრივ არ არის მოყვანილი ზდდ-ის მნიშვნელობა, მითითებულია მხოლოდ საშიშროების კლასი „1”.

11. მავნე ნივთიერების არსებობა კანზე ექვემდებარება კონტროლს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – „მავნე ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედების შეფასება და კანის დაბინძურების ზღვრულად დასაშვები დონეების დასაბუთება”, “კანზე მავნე ნივთიერებების განსაზღვრის მეთოდების დამუშავება და სამუშაო ზონის ჰაერში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის კონტროლი” მოთხოვნების შესაბამისად.

 

 

 

დანართი 1

კანის საფარველის დამაბინძურებელი მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები დონეების  ნუსხა

 

 

რ/ნ

ნივთიერების დასახელება

 

 

სარეგისტრაციო ნომერი

СCAS

 

ზდდ

მგ/სმ2

საშიშრო -ების კლასი

 

ორგანიზმზე მოქმედების თავისებურება

გამოყენების სფერო

1

2

3

4

5

6

7

1

0,0 დიმეთილ S [2-(N- მეთილამინო)-2 ოქსოეთილ] - დი- ფოსფატი

(როგორი, ფოსფამიდი)

60 –51-5

0,02

IV

 

 

სოფლის მეურნეობაში, როგორც მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალება

2

 

1,5 - დიაზაბიციკლო

(3,10) ჰექსანი

 

 

0,0003

III

 

 

3

2 - a- მეთილდიჰიდრო- ტესტოსტერონი (მედროტესტრონი)

 

521-11-9

0,0003

III

 

ფარმაცევტული წარმოება

4

2- a- მეთილდიჰიდრო- ტესტოსტერონი კაპრონატი

(მედროტესტრონ კაპრონატი)

 

0,0003

III

 

ფარმაცევტული წარმოება

5

2 -a- მეთილდიჰიდრო- ტესტოსტერონ პროპიონატი (მეტროტესტრონ პროპიონატი)

 

 

0,0003

III

 

 

ფარმაცევტული წარმოება

 6

 

2-a- მეთილდიჰიდრო ტესტოსტერონ ენანტატი (მედროტესტრონ ენანტატი)

 

 

 

0,0003

III

 

 

ფარმაცევტული წარმოება

7

 

2,2-ნიტროდეოქსი-3 ამინო-a- დიქსოზო-4 მეტოქსი - 6,7,9,11-ტეტრაოქსი-9-აცეტო

7,8,9,10 ტეტრაპიდროტეტ- რაცენზიონონი* *  

(რუბომიცინი)

20830-81-3

 

I

 

 

ფარმაცევტული წარმოება

8

 

3-ქლორ-1,2-ეპოქსი-პროპანი (ეპიქლორჰიდრონი)

(ეპიქლორჰიდრონი)

106-89-8

0,04

IV

 

გლიცერინის,საღებავების, სინთეზური მასალების (ეპოქსიდური ფისები) მისაღებად და ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების სინთეზისათვის

9

 

11-b-21-დიჰიდროქსი 16- a, 17 - a-იზოპროპილენდიოქსი-9- a ფთორპრეგნა-1,4 - დიენ-3,20-დიონ (ტრიამიცინოლონის  აცეტონიდი)

 

76-25-5

0,0005

III

 

ფარმაცევტული წარმოება

10

 

14 ჰიდროქს­ირუბი­ცი­ნი**(დოქსორუბიცინი)

25316-40-6

 

I

 

ფარმაცევტული წარმოება

11

 

21-აცეტოქსი-11-b, 17- a- დიჰიდროქსი-პრეგნა-4-ენ-3, 20--დიონ (ჰიდროკორტიზონის აცეტატი)

50-03-3

 0,01

IV

 

 

ფარმაცევტული წარმოება

12

 

 

C5-C10 ფრაქციების ცხიმოვანი სპირტები

 

0,2

IV

 

არფიუმერიის და პლასტმასების წარმოებაში, ფერადი მეტალების მადნების ფლოტაციაში, ფარმაცევტული პრეპარატების წარმოებაში

13

 

 

 

MM-ტოლუოლის მჟავას დიეთილამიდი (ტმდა)

134-62-3

2

IV

 

სოფლის მეურნეობაში, როგორც რეპელენტი, ცნობილია ტვდა-ს სახელწოდებით

14

 

 

S- ბენზოლ- 0,0 – დიიზოპროპილ -

თიოფოსფატი

(რიციდ 11 კიტაცინი)

13286-32-3

0,15

IV

 

სოფლის მეურნეობაში,როგორც მცენარეთა დაცვის საშუალება

15

 

ო-ტოლუიდინი (2-ტოლუიდინი)

35-53-4

0,7

IV

საღებავების წარმოებაში

16

 

აკრილმჟავას ნიტრილი

(აკრილონიტრილი)

107-13-1

0,001

III

სინთეზური ბოჭკოების და კაუჩუკის წარმოება. პლასტმასების პოლიმერიზაცია, საღებავების სინთეზი.

17

ბენზოლი

71-43-2

0,05

IV

 

ფარმაცევტული პრეპარატების, ინსექტიციდების, პლასტმასების, საღებავების, ლაქების, ფენოლის ნიტრობენზოლის, ქლორბენზოლის, მალეინის ანჰიდრიდის და სხვა წარმოებაში

18

ეთინილესტრადიოლი**.

(17 –ეფანილესტრატრიენი-1,3,5 ((10) დიოლ-3,17)

57-63-6

-

I

 

 

ფარმაცევტული წარმოება

 

19

 

ესტრონი**

53-16-7

-

I

 

 

 

ფარმაცევტული წარმოება

 

20

ლითიუმის ქლორიდი

7447-41-8

0,05

IV

 

მეტალური ლითიუმის მისაღებად, ჰაერის კონდიციონირებისათვის, მშრალი ელემენტების, ფლუსების წარმოებაში.

21

 

მეთანდროსტენოლონი (ანდროსტა-1,4-დიენ-3-ონ, 17 - b ჰიდროქსი 17 - a -მეთილი)

72-63-9

0,002

III

 

ფარმაცევტული წარმოება

 

22

 

მეთილტესტოსტერონი (ანდროსტ 4-ენ-3-ონ, 17-b - ჰიდროქსი-17-მეთილი)

58-18-4

  0,0003

   III

 

 

ფარმაცევტული წარმოება

 

23

ნიტრობენზოლი

 

98-95-3

2,4

IV

 

 

ანილინის, ბენზიდინის, საღებავების მისაღებად, პარფიუმერიისა და საპნის წარმოებაში

24

სურმა

7440-36-0

0,001  სურმის მიხედ -ვით

  III

 

 

ტიპოგრაფიაში, ტყვიის საფანტის დასამზადებლად, თუნუქს მოსათუთიებლად, ჭურჭლის და აკუმულატორის წარმოებაში

25

სურმის ტრიოქსიდი

SB203 (სურმა /111/ოქსიდი)

309-64-4

0,001

სურმის მიხედ -ვით

III

 

 

საღებავების, მინანქრის, ოპტიკური მინის და მეტალური სურმის მისაღებად. აგრეთვე საფეიქრო მრეწველობაში

26

სურმის ტრისულფიდი

(ურმა /111/სულფიდი)

345-04-6

0,001

სურმის მიხედ -ვით

III

 

 

პიროტექნიკაში, ვეტერინარიაში, ასანთის, კერამიკის და მინის წარმოებაში

27

ტესტოსტერონი

 

0,001

III

 

 

ფარმაცევტული წარმოება

 

28

ტესტოსტერონ

იზოკაპრონატი

 

0,001

III

 

 

ფარმაცევტული წარმოება

 

29

ტესტოსტერონ კაპრონატი

 

0,001

III   

 

ფარმაცევტული წარმოება

 

30

ტესტოსტერონ პროპიონატი

   57-85-2

0,001

  III

 

ფარმაცევტული წარმოება

 

31

ტესტოსტერონ ფენილ –პროპიონატი

 

    0,001

III

 

ფარმაცევტული წარმოება

 

32

ტესტოსტერონ ენანტატი

315-37-7

0,001

III

 

ფარმაცევტული წარმოება

 

 

33

ტოლუოლი

8-88-3

0,05

IV

 

პლასტმასების, ბენზინის, ანილინის, ფისების, ლაქების და ტოპოგრაფიული საღებავების წარმოებაში. აგრეთვე ტროტილის,  კაპროლაქტამის და სხვა მისაღებად

34

ფენოლი

108-95-2

0,05

IV

 

ფენოლფორმალდეჰიდის, ფისების (ბაკელიტის, კარბოლიტის), კაპროლაქტამის, არომატული ნაერთების, სალიცილის და პიკრინის მჟავების წარმოებაში, აგრეთვე სადეზინფექციოდ

35

ქლორბენზოლი

(ფენილქლორიდი)

1108-90-7

0,8

  IV

 

ორგანული სინთეზის მრეწველობაში, როგორც რეაგენტი და გამხსნელი

36

ქსილიდინი (იზომერების ნარევი)

1300-73-8

   0,08

IV

 

როგორც ანტიოქსიდანტი (ხის ნაკეთობათა გასაჟღენთად), მადნების საფლოტაციოდ, ბენზინში ოქტანური რიცხვის მოსამატებლად, აზოსაღებავების სინთეზში

37

ქსილოლი (იზომერების ნარევი)

1330-20-7

1,75

IV

 

 

ბენზინში ოქტანური რიცხვის მოსამატებლად, ქსილიდინის და ტოლუ-ოლის მისაღებად, საღებავების, მასტიკის და ლაქების გამხსნელად

38

ციკლოპექსანონი

108-94-1

1,5

IV

 

 

კაპროლაქტამის წარმოებაში და სხვა.

 

დანართი 2

ნივთიერების ტექნიკური და სავაჭრო დასახელების სინონიმების მაჩვენებელი

სინონიმები, ტექნიკური და სავაჭრო დასახელება

ნივთიერების რიგითი ნომერი ნუსხაში

 

აკრილონიტრილი

დოქსორუბიცინი

ეპიქლორჰიდრინი

ტმდა

 

16

10

8

13

 

კიტაცინი

მედროსტერონი

მედროსტერონ კაპრონატი

მედროსტერონ პროპიონატი

მედროსტერონ ენანტატი

 

14

3

4

5

6

 

რიციდი

როგორი

უბომიცინი

2-ტოლუიდინი

 

14

1

7

15

 

ტრიამცინოლონის აცეტონიდი

ფენილქლორიდი

ფოსფამიდი

ჰიდროკორტიზონის აცეტატი

 

 

9

35

1

11

 

 

 

 

 

 



* * ნივთიერება, რომელთანაც მუშაობისას კონტაქტი კანთან და სასუნთქ ორგანოებთან მთლიანად უნდა გამოირიცხოს. ამავე დროს, აუცილებელია სამუშაო ზონის ჰაერში და კანზე ნივთიერების კონცენტრაციის კონტროლი ისეთი მეთოდით, რომლის მგრძნობელობა არანაკლები 0,001მგ/ 3 და 0,001მგ/სმ 2 ფარგლებშია.