დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ,,საქართველოს მოსაკრებლების სისტემის რეფორმის კოორდინაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 98 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 25/05/2009 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 65, 29/05/2009 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 19/02/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (29/05/2009 - 08/10/2009)
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №98
2009 წლის 25 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს მოსაკრებლების სისტემის რეფორმის კოორდინაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
მუხლი 1.
საქართველოში მიმდინარე მოსაკრებლების სისტემის რეფორმის კოორდინაციის ხელშეწყობის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას საქართველოს მოსაკრებლების სისტემის რეფორმის კოორდინაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე
გელა ბერძენიშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
არჩილ გაგნიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ირაკლი გაჩეჩილაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე
ლევან დავითულიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
მარიამ ვალიშვილი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პირველი მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ზაზა თავაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
დავით კორძაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კომისიის მდივანი
დავით ლომიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
გოჩა მამაცაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
ვაჟა პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ირაკლი ღვალაძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
გიორგი ჩალაძე – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
გიორგი ჩახნაშვილი – საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე
ალექსანდრე ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.
მუხლი 2.
საქართველოს მოსაკრებლების სისტემის რეფორმის კოორდინაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
იოსებ აბულაძეს – საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსს
დავით ალავიძეს – ქალაქ თბილისის მერის მოადგილეს
არჩილ მესტვირიშვილს – საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსს
ეკატერინე ოშხერელს – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს.
მუხლი 3.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საქართველოს მოსაკრებლების სისტემის რეფორმის კოორდინაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება.
მუხლი 4.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
საქართველოს მოსაკრებლების სისტემის რეფორმის კოორდინაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის დებულება
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს მოსაკრებლების სისტემის რეფორმის კოორდინაციის ხელშემწყობი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც საქართველოს მთავრობას წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და წინადადებებს მოსაკრებლების სისტემის რეფორმის კოორდინაციის კუთხით.
2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვოს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული საკითხების გადასაწყვეტად მოიწვიოს სპეციალისტები შესაბამისი სფეროებიდან;
გ) ცალკეული საკითხების მომზადებისა და შემუშავების მიზნით შექმნას სამუშაო ჯგუფები;
დ) ორგანიზაცია და კოორდინაცია გაუწიოს სამუშაო ჯგუფების საქმიანობას მოსაკრებლების სისტემის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებათა განხორციელებისათვის;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს სამუშაო ჯგუფებს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებული წინადადებები და შესრულებული სამუშაოს ანალიზი.
მუხლი 3. კომისიის ხელმძღვანელობა
1. კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს;
გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს;
დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობისას.
2. კომისიის მდივანი:
ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის გამართვის ორგანიზებას;
ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის.
მუხლი 4. კომისიის შეკრებისა და გადაწყვეტილების მიღების წესი
1. კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება დასკვნების ან/და წინადადებების სახით კომისიის სხდომაზე.
2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომისიის წევრთა მოწვევის ორგანიზების წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.
მუხლი 5. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა
კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
მუხლი 6. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
კომისიის დებულებაში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები