დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9-38 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 15/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.101.016980 |
|
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ტრანსპორტით გადაყვანისას მგზავრობის ტარიფების და ფასდაკლების სისტემის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-81 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 06/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.101.016086) და დადგენილების:
ა) მე-2 მუხლის პირველ პუნქტს, „ლ2“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ3“ ქვეპუნქტი: „ლ3) შპს „ეკოსერვის ჯგუფში“ მომუშავე მძღოლებს, მებაღეებს, დამლაგებლებს, მთიბავებს, დამხმარე მუშებს, ელექტრიკოსებს, ძრავის შემკეთებლებს, შადრევნის მრეცხავებს, სპეციალისტებს, მჭრელებს, მხერხავებს, მუშებს;“; ბ) მე-2 მუხლის 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„თ“, „კ“, „მ“, „ო“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტის „ა“, „ბ.ა“-„ბ.გ“, „ბ.ე“, „გ“, „ე“, „თ“-„ი1“ ქვეპუნქტებით და მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირების შემთხვევაში თითოეული პირისთვის კალენდარული თვის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში განისაზღვროს არა უმეტეს 200 მგზავრობისა, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“, „ლ1“, „ლ2“, „ლ3“, „ნ“ ქვეპუნქტებით, მე-2 პუნქტის „ბ.დ“, „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების შემთხვევაში თითოეული პირისთვის კალენდარული თვის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში განისაზღვროს არა უმეტეს 100 მგზავრობისა, ხოლო ამ დადგენილების მე-3 მუხლით დამტკიცებული ფასდაკლების სისტემით სარგებლობისას მგზავრობის ტარიფის/ფასის გადახდის ფუნქციის მქონე ბარათის ან გადახდის სხვა საშუალების (გარდა ვადიანი სამგზავრო ბარათისა) გამოყენების შემთხვევაში კალენდარული თვის განმავლობაში ზემოაღნიშნული ყველა სახის ტრანსპორტით ჯამში განისაზღვროს არა უმეტეს 200 მგზავრობისა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები