„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 15/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016447
16
15/04/2022
ვებგვერდი, 15/04/2022
010250050.35.156.016447
„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №16

2022 წლის 15 აპრილი

ქ. დმანისი

„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 თებერვლის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 თებერვლის №29 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 01/03/2021, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.156.016407) დამტკიცებულ დანართი №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ (შემდგომ – მუნიციპალური ინსპექცია) საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12 – მე-16 ნაწილებით, 134-ე და 1252-ე, 1254-ე, 1351-ე – 1355-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამავე კოდექსის 2904-ე მუხლის პრველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომ – პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით“.

2. მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საჯარიმო ქვითარი, პირისათვის ფოსტის მეშვეობით განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, უბრუნდება მუნიციპალური ინსპექციას მისი საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით“.

3. მე-3 მუხლის პირველ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პირისათვის საჯარიმო ქვითრის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია ფოსტის მიერ მისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს დაუყოვნებლივ უგზავნის დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს (შემდგომ – ადმინისტრაციული სამსახური) ოფიციალურ ვებგვერდზე: www.dmanisi.gov.ge (შემდგომ  ვებგვერდზე) შესაბამის ველში საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით“.

4. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

„მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის გარდა, არსებობის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ სამსახურს გადაუგზავნოს ვებ-გვერდზე საჯაროდ გამოქვეყნების მიზნით საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება მისი გამოტანისათვის აუცილებელი წერილობით ინფორმაციასთან ერთად“.

5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„საჯაროდ გამოქვეყნებული საჯარიმო ქვითრის გაცნობისა და ამ ქვითრის შესახებ ინფორმაციაზე სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალური ინსპექცია, საჯარიმო ქვითრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების თაობაზე, ინფორმაციას, მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, დაუყოვნებლივ უგზავნის პირს, თუ მათ მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია“.

მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი