„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 34325
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 01/11/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016669
34325
01/11/2021
ვებგვერდი, 15/04/2022
000000000.00.00.016669
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სდამსახურის უფროსის

ბრძანება №34325

2021 წლის 1 ნოემბერი

ქ. თბილისი 

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მეთოდური მითითების:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისას, მთავრობის განკარგულებით წყდება რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება და, ამავდროულად, არ არის დაფარული რესტრუქტურიზებული დავალიანება, მაშინ რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ძირითად თანხას რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობის დაწყების პერიოდიდან დაერიცხება საურავი, ხოლო ჯარიმა-საურავს და სარგებელს საურავი არ დაერიცხება.“;

ა.ბ) 101 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„101. რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მყოფი პირის მიმართ გადახდისუუნარობის (გაკოტრება/რეაბილიტაცია) საქმის წარმოების შემთხვევაში, თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით (გრაფიკით) გათვალისწინებული დავალიანების გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე არსებულ დავალიანებად მიჩნევის შესახებ, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ჩანაწერების გაკეთება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოტანილი განჩინება გამოქვეყნდება, ბარათზე მოხდება იმ აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადასახადებისგან, რომელიც ერიცხებოდა გადახდისუუნარობის პროცესში მყოფ საწარმოს ამ ქვეპუნქტში აღნიშნული განჩინების გამოტანის დღისათვის;

ბ) „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაფორმებული რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების (გრაფიკის) მიხედვით განხორციელდება თანხების პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა (აღდგენა) და იმავე სავადო თარიღით გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადასახადებისგან;

გ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების (გაკოტრება/რეაბილიტაცია) დასრულების შემთხვევაში, ამ პუნქტის მიხედვით მიმდინარე გადასახადისაგან გამიჯნული თანხების დარიცხვა (აღდგენა) განხორციელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეჟიმისთვის (გაკოტრება/რეაბილიტაცია) განსზღვრული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის შესაბამისად;

დ) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების (გაკოტრება/რეაბილიტაცია) შეწყვეტის შემთხვევაში, ამ პუნქტის მიხედვით მიმდინარე გადასახადისაგან გამიჯნული თანხების დარიცხვა (აღდგენა) განხორციელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეჟიმისთვის (გაკოტრება/რეაბილიტაცია) განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის შესაბამისად და რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების (გრაფიკის) მიხედვით, ხოლო გადაუხდელ რესტრუქტურიზებულ თანხებზე გავრცელდება „საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სანქციები.“;

ა.გ)  მე-11 პუნქტის:

ა.გ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე  „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეაბილიტაციის  რეჟიმში მყოფი საწარმოების მონაცემების ასახვას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი,  შემდეგი წესით:“;

ა.გ.ბ) „ა“-„დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოტანილი განჩინება გამოქვეყნდება, ხორციელდება საწარმოს ძირითად ბარათზე განჩინების გამოტანის დღისათვის არსებული აღიარებული დავალიანების (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი) გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადასახადებისგან;   

ბ) იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის რეჟიმი შეწყდება, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თარიღით პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება  რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თარიღისათვის მიმდინარე გადასახადებისგან გამიჯნული თანხ(ებ)ის  დარიცხვა (აღდგენა);

გ) იმ შემთხვევაში, თუ მოხდება რეაბილიტაციის რეჟიმის კონვერსია გაკოტრების რეჟიმში, კონვერსიის თარიღით პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თარიღისათვის მიმდინარე გადასახადებისგან გამიჯნული თანხ(ებ)ის დარიცხვა (აღდგენა);

დ) იმ შემთხვევაში, თუ დამტკიცდება რეაბილიტაციის გეგმა, მისი დამტკიცების შემდგომ, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების თარიღით, განხორციელდება  რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის საფუძველზე მიმდინარე გადასახადისაგან გამიჯნული  თანხ(ებ)ის დარიცხვა (აღდგენა);“;

ა.გ.გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის:

ა.გ.გ.ა) „მაგალითი 141“ :

მაგალითი 141:

სასამართლომ 2021 წლის პირველ აგვისტოს გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე. სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდა 2021 წლის 3 აგვისტოს. ამავე წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 20 000 (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა, საურავი) ლარს, რომელიც გამიჯნულ (შემცირებულ) იქნა მიმდინარე გადასახადებისგან. 

2022 წლის 5 თებერვალს, სასამართლომ გამოიტანა განჩინება რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შესახებ, რითაც დასრულდა რეაბილიტაციის რეჟიმი. ამ პერიოდისათვის, გადამხდელს ერიცხებოდა მიმდინარე ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 50 000 ლარის ოდენობით. რეაბილიტაციის გეგმით შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა კრედიტორთა რეესტრში განისაზღვრა 70 000 ლარით, (მათ შორის, 50 000 ლარი ახალი კრედიტორული მოთოვნის სახით), რომელიც დაფარულ უნდა იქნეს 5 წლის განმავლობაში. 2022 წლის 5 თებერვლის თარიღით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მოხდება რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის საფუძველზე შემცირებული თანხების დარიცხვა (აღდგენა).“;

ა.გ.გ.ბ)   „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) რეაბილიტაციის გეგმის დარღვევის შემთხვევაში, თუ სასამართლო გამოიტანს განჩინებას გაკოტრების რეჟიმის გახსნის შესახებ, ბარათზე ჩანაწერების გაკეთება განხორციელდება „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გაკოტრების რეჟიმისათვის ამ მეთოდური მითითებით განსაზღვრული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის წარმოების წესისა და სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინების შესაბამისად.“;

ა.გ.ე) „მაგალითი 15“ ამოღებულ იქნეს;

ა.დ) მე-12 პუნქტის:

ა.დ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გაკოტრების რეჟიმში (რომელიც აღირიცხება დანართი №11-ის შესაბამისად) მყოფი საწარმოების მონაცემების, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების აღრიცხვას და ჩანაწერების ასახვას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი, შემდეგი წესით:“;

ა.დ.ბ)  „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე გამოტანილი განჩინება გამოქვეყნდება ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის შესაბამისი საქმიანობის ლიცენზიის ჩამორთმევისა და მისი ლიკვიდაციის შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბარათზე მოხდება განჩინების გამოტანის დღისათვის არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი) თანხის გამიჯვნა (შემცირება);

ბ) გაკოტრების რეჟიმის დასრულების თარიღისათვის ან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკისა და მზღვეველის ლიკვიდაციის პროცესის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის, ბარათზე მოხდება გადავადებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხების დარიცხვა (აღდგენა). რაც შეეხება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ შედარების აქტს, მასში შენიშვნის სახით აღინიშნება, რომ საწარმო იმყოფება გაკოტრების რეჟიმში, ან, შესაბამისად, კომერციული ბანკის შემთხვევაში ბანკი იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში, რომელსაც ამ პროცესის დაწყების მომენტისათვის ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება და აღნიშნული დავალიანება აღირიცხება შედარების აქტში (გადავადებული აღიარებული ვალდებულებები). ბარათზე გაკოტრების რეჟიმში მომუშავე საწარმოების აღიარებული საგადასახადო დავალიანებების გამიჯვნა (შემცირება) მოხდება იმ საწარმოებზე, რომლებიც ამ რეჟიმში მუშაობას იწყებენ „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე;

გ) იმ შემთხვევაში, თუ გაკოტრების რეჟიმში ან, შესაბამისად, კომერციული ბანკის შემთხვევაში – ლიკვიდაციის პროცესში მომუშავე საწარმო (დაწესებულება) ამ პროცესში მუშაობის პერიოდში ახდენს გაკოტრების (კომერციული ბანკის შემთხვევაში – ლიკვიდაციის) პროცესში მუშაობის დაწყების პერიოდისათვის არსებული დავალიანების დაფარვას, პირადი აღრიცხვის ბარათზე აღნიშნული თანხების ასახვა არ გამოიწვევს გაკოტრების რეჟიმის გახსნის გამო გადატანილი თანხების ბარათზე დარიცხვას (აღდგენას), შესაბამისად, გადახდილი თანხები ჩაითვლება ზედმეტად გადახდილად. შემცირებული საგადასახადო დავალიანების თანხების პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხვა (აღდგენა) მოხდება ამ რეჟიმის დასრულებისთანავე;“;

ა.დ.გ) „მაგალითი 16“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მაგალითი 16:

სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე გახსნილია შპს „ელიტის“ გაკოტრების რეჟიმი. სასამართლოს აღნიშნული განჩინება გამოტანილია 2021 წლის 2 ივნისს. ამ პერიოდისათვის მისი აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 8 400 ათას ლარს (ძირითადი – 6350 ათასი ლარი, საურავი – 2050 ათასი ლარი). ბარათზე გადასახადის სახეების მიხედვით მოხდება არსებული დავალიანების თანხების შემცირება, რის შესახებაც გაკეთდება ჩანაწერი „შემცირებულია გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით“ან ბანკის შემთხვევაში – „შემცირებულია ლიკვიდაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით“, ხოლო გაკოტრების რეჟიმის დასრულების შესახებ განჩინების გამოტანის თარიღით დაერიცხება (აღდგება) გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების თარიღით შემცირებული დავალიანების თანხა (გადასახადის სახეების მიხედვით) და გაკეთდება ჩანაწერი „დარიცხულია გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებასთან დაკავშირებით“ ან ბანკის შემთხვევაში – „დარიცხულია ლიკვიდაციის პროცესის დასრულების გამო“.“;

ა.დ.დ)  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდება გადახდისუუნარობის მასის რეალიზაციის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან გაკოტრების რეჟიმის გახსნის პერიოდისათვის არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა და იგი ფიქსირდება ზედმეტად გადახდილად, მაშინ აღნიშნული ოდენობის თანხების ბარათზე დარიცხვა უნდა მოხდეს გაკოტრების რეჟიმის გახსნის პერიოდისათვის არსებულ დავალიანებასთან პროპორციით, ძირითადი გადასახადის, ჯარიმისა და საურავის თანხების გამოყოფით, გადასახადის სახეების მიხედვით;“;

ა.დ.ე) „მაგალითი 17“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მაგალითი 17:

სასამართლოს განჩინებით შპს „ელიტის“ მიმართ 2021 წლის 2 მაისიდან გაიხსნა გაკოტრების რეჟიმი. ამავე პერიოდისათვის შპს „ელიტის“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 209.5 ათას ლარს (მათ შორის, ძირითადი 95.5 ათასი ლარი,  ჯარიმა 16.9 ათასი ლარი და საურავი 97.1 ათასი ლარი). გაკოტრების რეჟიმში ქონების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 151.9 ათასი ლარი, რომელიც გაკოტრების მმართველის მიერ მიმართულ იქნა გაკოტრების რეჟიმის გახსნის პერიოდისათვის არსებული აღიარებული დავალიანების დასაფარად და, შესაბამისად, ჩარიცხულია ბიუჯეტში.

ბარათზე განხორციელდა გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე სასამართლო განჩინების გამოტანის დღისათვის რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამიჯვნა (შემცირება) მიმდინარე გადასახადებისგან, რომელიც ბარათზე გატარებულია შემცირების ოპერაციით. შესაბამისად, ბიუჯეტში გადარიცხული 151.9 ათასი ლარი ავტომატურად დაფიქსირდება ზედმეტად გადახდილად. აღნიშნული 151.9 ათასი ლარი გაკოტრების რეჟიმის გახსნის პერიოდისათვის არსებული დავალიანების (209.5 ათასი ლარი) 72,5%-ს შეადგენს. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის ძირითად ბარათზე გადასახადის სახეების მიხედვით, დაერიცხება ძირითადი დავალიანება 69.3 ათასი ლარი (95.5 X 72.5%), ჯარიმა – 12.2 ათასი ლარი (16.9 X 72.5) და საურავი – 70.4 ათასი ლარი (97.1 X 72.5 %), ხოლო დარჩენილი თანხის დარიცხვა პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე მოხდება გაკოტრების რეჟიმის დასრულების შემდგომ.“;

ა.დ.ვ)  „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე მოხდება გაკოტრების რეჟიმის დასრულების თარიღისათვის რიცხული გადავადებული საგადასახადო დავალიანების დარიცხვა (აღდგენა) გაკოტრების რეჟიმის პერიოდში ქონების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიდან საგადასახადო დავალიანების დასაფარავად მიმართული თანხების გათვალისწინებით, გადასახადის სახეების მიხედვით. თუ გაკოტრების რეჟიმის პერიოდში არ მომხდარა ქონების რეალიზაციიდან საგადასახადო დავალიანების დასაფარავად თანხების მიმართვა, გადამხდელს დაერიცხება (აღდგება) ის თანხა, რაც ირიცხებოდა გაკოტრების რეჟიმის გახსნის თარიღისათვის;“;

ა.დ.ზ) „მაგალითი 18“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მაგალითი 18:

სასამართლომ 2021 წლის 1 ივნისს გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის  გახსნის თაობაზე. ამ პერიოდისათვის, გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 20 000 ლარს, რომელიც გამიჯნულ (შემცირებულ) იქნა მიმდინარე გადასახადებისგან. 

2022 წლის 1 მარტს სასამართლოს განჩინებით მიღებულია გადაწყვეტილება შპს „ელიტას“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების და მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების  როგორც ზემოთ აღინიშნა, გადახდელს გაკოტრების რეჟიმის გახსნის თარიღისათვის აღიარებული საგადასახადო დავალიანება ერიცხებოდა 20 000  ლარის ოდენობით, რომელიც გამიჯნული (შემცირებული) იყო გაკოტრების რეჟიმის პერიოდში. გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხები არ იქნა მიმართული საგადასახადო დავალიანების დასაფარად.

მოცემულ შემთხვევაში:

პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე მოხდება გადავადებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების დარიცხვა (აღდგენა) გადასახადის სახეების მიხედვით. ვინაიდან გაკოტრების რეჟიმის პერიოდში გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების რეალიზაციით ამონაგები თანხები დავალიანების დასაფარად არ იქნა მიმართული, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე გადასახადის გადამხდელს სრულად დაერიცხება (აღუდგება) გადავადებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება 20 000 ლარის ოდენობით.“;

ა.დ.თ)  „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“-„ი“ ქვეპუნქტები:

„ვ) იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს განჩინებით შეწყდება გაკოტრების  რეჟიმი, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე, გაკოტრების რეჟიმის გახსნის თარიღით, მოხდება გაკოტრების რეჟიმის გახსნის პერიოდისათვის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე შემცირებული თანხ(ებ)ის  დარიცხვა (აღდგენა);

ზ) იმ შემთხვევაში, თუ მოხდება გაკოტრების საქმის წარმოების კონვერსია რეაბილიტაციის რეჟიმში, პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე მოხდება გაკოტრების რეჟიმის გახსნის პერიოდისათვის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე შემცირებული თანხ(ებ)ის დარიცხვა (აღდგენა) და ბარათზე ოპერაციები გატარდება რეაბილიტაციის რეჟიმისათვის გათვალისწინებული გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის წარმოების წესის შესაბამისად;

თ) გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის შემდგომ დაუშვებელია ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციების წარდგენა, აგრეთვე, წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში ცვლილების ან/და დამატების შეტანა;

ი) იმ შემთხვევაში, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში განხორციელდება ამ განჩინების გამოტანამდე სრული/არასრული საგადასახადო პერიოდების შესაბამისი წარუდგენელი დეკლარაციების წარდგენა ან წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციებში ცვლილების ან/და დამატების შეტანა, აღნიშნული 15 დღის გასვლის შემდგომ, გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის თარიღით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შემსრულებელი განახორციელებს აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხების გამიჯვნას (შემცირებას).“;

ა.დ.ი) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მაგალითი 19“ და „მაგალითი 20“:

მაგალითი 19:

სასამართლომ 2021 წლის 2 აპრილს გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის  გახსნის თაობაზე. სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდა 2021 წლის 5 აპრილს. 2021 წლის 2 აპრილის მდგომარეობით გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 20 000 ლარს, რომელიც გამიჯნულ (შემცირებულ) იქნა მიმდინარე გადასახადებისგან. 

2021 წლის 2 აგვისტოს სასამართლომ გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გაუქმების თაობაზე, რითაც გაკოტრების რეჟიმის შეწყდა. ამ შემთხვევაში, გაკოტრების რეჟიმის გახსნის თარიღით (2021 წლის 2 აპრილი) მოხდება გაკოტრების რეჟიმის გახსნის საფუძველზე გადავადებული აღიარებული საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა (აღდგენა).

 

 „მაგალითი 20:

სასამართლომ 2021 წლის 2 აპრილს გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გაკოტრების რეჟიმის  გახსნის თაობაზე. სასამართლოს განჩინება გამოქვეყნდა 2021 წლის 5 აპრილს. 2 აპრილის მდგომარეობით, აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 20 000 ლარს, რომელიც გამიჯნულ (შემცირებულ) იქნა მიმდინარე გადასახადებისგან. ამავე პერიოდში სასამართლოს მიერ დანიშნულია გაკოტრების მმართველი.

2021 წლის 3 დეკემბერს გაკოტრების მმართველმა სასამართლოში შეიტანა განცხადება  შპს „ელიტის“ მიმართ რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის მოთხოვნით. სასამართლომ 2021  წლის 5 დეკემბერს გამოიტანა განჩინება შპს „ელიტის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე, რომელიც გამოქვეყნდა ამავე წლის 6 დეკემბერს. 2021 წლის 5 დეკემბრის მდგომარეობით, გადამხდელის მიმდინარე აღიარებული დავალიანება შეადგენს 50 000 ლარს. შესაბამისად, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის სავადო თარიღით მოხდება გაკოტრების რეჟიმის გახსნის  საფუძველზე გადავადებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების დარიცხვა (აღდგენა). ამასთან, რეაბილიტაციის რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის დღისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების თანხა (ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი) შემცირებული უნდა იქნეს პირადი აღრიცხვის ძირითად ბარათზე.“;  

ა.ე) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. თუ სასამართლომ რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ გამოიტანა შესაბამისი განჩინება და, ამავდროულად, მოვალის შეთავაზებით გათვალისწინებულია მორატორიუმის ღონისძიების გამოყენება, რაზეც სასამართლო მიუთითებს განჩინებაში, მოვალის მიმართ მოქმედებს მორატორიუმის ღონისძიება (მათ შორის, საურავის დარიცხვა/გადახდის შეჩერება). აღნიშნულ შემთხვევაში, გადამხდელის საგადასახადო დავალიანებაზე საურავის დარიცხვა ჩერდება.“;

ა.ვ) 121 პუნქტის  შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მაგალითი 21“:

მაგალითი 21:

შპს „ელიტს“  სურს რეგულირებული შეთანხმების ფარგლებში მოაგვაროს მის წინაშე არსებული ფინანსური პრობლემები. გადამხდელმა მოამზადა რეგულირებული შეთანხმების შეთავაზება, რომელიც 2021 წლის 1 მაისს წარუდგინა გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს, რომელმაც 2021 წლის 4 მაისს გაუგზავნა თანხმობა შეთავაზების შესწავლასა და შესაბამისი ანგარიშის შედგენაზე. გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის დადებითი ანგარიში, რეგულირებული შეთანხმების დადების შეთავაზებასთან ერთად სასამრთლოს წარედგინა 2021 წლის 5 მაისს. მოვალის შეთავაზებით გათვალისწინებული არ იყო მორატორიუმის ღონისძიების გავრცელება.

სასამართლომ 2021 წლის 6 მაისს დაადგინა რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან  შესაბამისობა და გამოიტანა სათანადო განჩინება, რომელიც გამოქვეყნდა ამავე დღეს. აღნიშნული თარიღიდან დაიწყო მოვალესა და კრედიტორებს შორის 2-თვიანი მოლაპარაკების პროცესი.

აღნიშნულ შემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოს შესაბამისი განჩინება არ ითვალისწინებდა მორატორიუმის მოქმედების თაობაზე მითითებას, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე საურავის დარიცხვა არ შეჩერდება.“;

ბ) მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, როდესაც ქონება მოქმედი საწარმოს სახით გაიყიდა და შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება ამ საწარმოს პარტნიორად;“;

გ)  მე-7 მუხლის მე-19 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) გადასახადის სახეების მიხედვით, პირადი აღრიცხვის ბარათზე უნდა განხორციელდეს იმ გამიჯნული აღიარებული საგადასახადო დავალიანებების კვლავ აღდგენა, რომელიც არსებობდა საწარმოს მიმართ სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ განჩინების გამოტანის თარიღის ან საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით განსაზღვრული რესტრუქტურიზაციის პერიოდის დაწყების თარიღის მდგომარეობით და ჩამოწერას დაექვემდებაროს, ამ მუხლის დებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული გამიჯნული (გადავადებული) ის დავალიანება ან/და დავალიანების ის ნაწილი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, ჩამოსაწერი დავალიანების თანხის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ რიცხობრივად ჩამოსაწერი თანხის ოდენობა ჯამში ტოლი იყოს იმ დავალიანებისა, რომელიც გადასახადის გადამხდელს ჩამოეწერებოდა მისი გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესში ან საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაციის რეჟიმში არყოფნის შემთხვევაში;“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                                            ლევან კაკავა.