„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9484
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 14/04/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016670
9484
14/04/2022
ვებგვერდი, 18/04/2022
000000000.00.00.016670
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №9484

2022 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

 

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების:

ა) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მოსაკრებლის ბარათზე, იმ აღიარებული მოსაკრებლის სახეების მიხედვით, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო, გარდა ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისა (დანართი №4);“;

ა.ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ლატარიის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ბარათზე, რომელზეც აღირიცხება ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადასახდელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10 პროცენტი (დანართი №13).“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გადასახადის გადამხდელის მიერ არასაგადასახადო ვალდებულების, კერძოდ, ლატარიის ორგანიზატორის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველკვარტალურად გადასახდელი ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10 პროცენტის (შემდგომში – ლატარიის მოსაკრებელი) აღრიცხვის მიზნით იხსნება ლატარიის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ბარათი. აღნიშნულ ბარათზე არსებული ნარჩენი ან ზედმეტობა არ გაითვალისწინება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების დაანგარიშებისას.“;

ბ.ბ) მე-4 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) „ლატარიის მოწყობისთვის დადგენილი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის დაანგარიშებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29 მარტის №160 დადგენილება.“;

გ) მე-3 მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მფლობელს შორის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლატარიის ორგანიზატორის ცენტრალიზებული სისტემიდან ელექტრონულად/მატერიალურად მიღებული ინფორმაციისა და სსიპ − შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებული, საპრიზო ფონდისათვის გათვალისწინებული პროცენტული მოცულობის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება ლატარიის მოსაკრებლის ბარათზე თანხების დარიცხვა.“;

დ) მე-4 მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„23. გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომლის წარმოშობის მომდევნო წლის 1 იანვრიდან გასულია 3 წელი, გარდა ლატარიის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხისა და ამ მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, თუ მას ზედმეტად გადახდილი თანხის წარმოშობის მომდევნო წლის 1 იანვრიდან გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე პერიოდში არ უფიქსირდება ამ ბარათზე გატარებული ოპერაცია (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე).“;

ე) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმის გათვალისწინებით, რომ საგადასახადო დავალიანება (2011 წლამდე წარმოშობილი საბაჟო დავალიანების ჩათვლით) არის გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების თანხას შორის სხვაობა, შესაბამისად, ჩამოწერისას მოსაკრებლის, ლატარიის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის და ადმინისტრაციული ბარათის ნარჩენი ან ზედმეტობა, არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.“;

ვ) მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრირებადი არასაგადასახადო (რომელთა ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო) ვალდებულებების აღრიცხვის ბარათებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით საურავის დარიცხვა ხორციელდება საგადასახადო ვალდებულებებისაგან დამოუკიდებლად, თითოეულ გადასახადზე ცალ-ცალკე, მათ შორის, დამატებით დარიცხულ თანხებზე.“;

ზ) მე-16 მუხლის 71 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

თ) მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საგადასახადო წლის დამთავრების შემდეგ დეკემბრის თვის ბოლო რიცხვში ყველა ოპერაციის მიხედვით გაკეთებული ჩანაწერის შემდეგ დაიხურება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის, ლატარიის სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის და საგადასახადო ორგანოს ადმინისტრირებადი მოსაკრებლების ბარათები და გამოიყვანება „ანგარიშგების სალდო“ წლის შედეგების მიხედვით, კერძოდ: გამოანგარიშებული/დარიცხული, შემცირებული, გადახდილი, ჩათვლილი და უკან დაბრუნებული გადასახადის თანხების, აგრეთვე ჯარიმების, საურავების და სარგებლის მიხედვით.“.

2. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული „ლატარიის გადასახდელის ბარათი“ (დანართი №13) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

3. 2022 წლის 1 იანვრამდე გახსნილ ლატარიის გადასახდელის ბარათის მიმართ გავრცელდეს ამ ბრძანების ამოქმედებამდე არსებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის 23-ე პუნქტით დადგენილი წესი.

4. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                ლევან კაკავა