„მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 12
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.121.016455
12
13/04/2022
ვებგვერდი, 14/04/2022
190020020.35.121.016455
„მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
 
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2022 წლის 13 აპრილი

ქ. ვანი

„მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა შესაბამისად,  ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენების და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 მარტის №9 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 17.03.2022 წელი, 190020020.35.121.016452) დანართში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

1. დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფულადი ჯილდო გაიცემა წლის განმავლობაში ამ წესის მე-4 მუხლში მოცემული ადგილის დაკავების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე ვანის მუნიციპალიტეტის სახელით და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს სახელით მოასპარეზე ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სპორტსმენებზე, რომლებიც სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებზე, ტურნირებზე, ჩემპიონატებზე და სხვა ასპარეზობებზე წარადგინა:

ა) სპორტის ფედერაციამ;

ბ) ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა სასპორტო დაწესებულებამ ან შესაბამისმა ორგანიზაციამ;

გ) შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო პირადი ინიციატივით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი