„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 752
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 88, 03/09/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 17/09/2003
სარეგისტრაციო კოდი 170.020.020.11.106.005.482
  • Word
752
30/08/2002
პარლამენტის უწყებანი, 88, 03/09/2002
170.020.020.11.106.005.482
„ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.020.020.11.005.482

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 752

2002 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში დამატებების შეტანის თაობაზე

„ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №319 ბრძანებით დამტკიცებულ ნოტარიუსთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

ა) მე-4 მუხლის:

ა.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ” ქვეპუნქტი:

„დ) არღვევს სტატისტიკური ანგარიშების წარდგენის ვალდებულებას”.

ა.ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი” ქვეპუნქტი:

„ი) არღვევს ანდერძის შესახებ შეტყობინების წარდგენის ვალდებულებას”.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

რ. გილიგაშვილი