„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 98
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 28/04/2022
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016259
98
28/04/2022
ვებგვერდი, 02/05/2022
310050000.54.066.016259
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №98

2022 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

 

„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,ვბრძანებ:

მუხლი 1
„თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 21/10/2013წ., სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016046) დამტკიცებულ „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: საექსპლუატაციო კონტროლის და ფრენების მომზადების ავიადისპეტჩერების შესახებ სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს DOC-ში 8335. ფრენების მომზადების დისპეტჩერების უფლებამოსილების, ვალდებულებების და პასუხისმგებლობების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს DOC-ში 10153. ფრენების მომზადების ავიადისპეტჩერის მოწმობის მიღების მოთხოვნები მოცემულია „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს№150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესში“.

2. 51-ე მუხლის მე-14 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „141პუნქტი:

„141. აირტურბინულძრავიანი, ორპილოტიანი, 2250 კგ-დან 5700 კგ-მდე მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ-ი, რომელზეც განცხადება ტიპის სერტიფიკატის მიღებაზე პირველად წარდგენილი იქნა 2016 წლის 1 იანვრიდან, უნდა აღიჭურვოს CVR-ით ან CARS-ით.“

3. 52-ე მუხლის  მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ნებისმიერი, 5700კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ, რომელზეც ტიპის სერტიფიკატი გაცემულია 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ და რომელიც აღჭურვილი უნდა იყოს CVR-ითა და FDR-ით, უნდა აღიჭურვოს ასევე, ორი კომბინირებული თვითმწერით.

7. ნებისმიერი, 15000კგ-ზე მეტი მაქსიმალური სერტიფიცირებული ასაფრენი მასის მქონე სხ, რომელზეც ტიპის სერტიფიკატი გაცემულია 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ, უნდა აღიჭურვოს ორი კომბინირებული თვითმწერით (FDR/CVR), რომელთაგან ერთი თავსდება ეკიპაჟის კაბინასთან რაც შეიძლება ახლოს, ხოლო მეორე – რაც შეიძლება შორს, სხ-ის უკანა ნაწილში.“

4. 82-ე მუხლის მე-3 პუნქტის „შენიშვნა 7“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: 7. საფრენოსნო ეკიპაჟების მოსამზადებელი პროგრამების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს დოკუმენტში – DOC 10153.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე