დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის წინასწარი მონაცემისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №384 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 186 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 420000000.10.003.023397 |
|
„საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის წინასწარი მონაცემისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №384 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის წინასწარი მონაცემისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 27 ივლისის №384 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/07/2021, 420000000.10.003.022939) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:
1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „მგზავრის წინასწარი მონაცემის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესის“ (დანართი №1) მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კონტროლს ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. მე-4 პუნქტით დამტკიცებული „მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვისა და განადგურების წესის“ (დანართი №2): ა) მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, მონაცემთა გამჟღავნების კანონიერების შემოწმების მიზნით.“; ბ) მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კონტროლს ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები