დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 184 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.10.003.023395 |
184
12/04/2022
ვებგვერდი, 14/04/2022
010240030.10.003.023395
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
|
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2018, 010240030.10.003.020896) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების“ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ს) უზრუნველყოფს სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვის მდგომარეობის შესწავლასა და რეკომენდაციების შემუშავებას, პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამინისტროს ქვედანაყოფებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის კონსულტაციის გაწევას, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინისტროს თანამშრომელთათვის ტრენინგების ჩატარებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან თანამშრომლობას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები