დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 198 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 12/04/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.10.003.023409 |
|
„სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/04/2015, 010130000.10.003.018561) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:
1. დანართ №1-ის („დიპლომატიური პასპორტის მიღების უფლების მქონე პირები“): ა) „ლ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი;“; ბ) „ლ1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ2“ ქვეპუნქტი: „ლ2) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი;“. 2. დანართ №2-ის („სამსახურებრივი პასპორტის მიღების უფლების მქონე პირები“): ა) „მ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ1) პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;“; ბ) „მ1“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ2“ ქვეპუნქტი: „მ2) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე;“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები