დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №551 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 181 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 12/04/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010220020.10.003.023392 |
|
„ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №551 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 552 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №551 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/12/2016, 010220020.10.003.019616) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობა ეთხოვოთ შემდეგი დაწესებულებების/ორგანიზაციების წარმომადგენლებს: საქართველოს გენერალური პროკურატურა; საქართველოს უზენაესი სასამართლო; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი; საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი; საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი; საქართველოს სახალხო დამცველი (სახალხო დამცველის აპარატი); პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაცია; სსიპ − იურიდიული დახმარების სამსახური; საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია; გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი (UNRC) საქართველოში; გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლობა საქართველოში; გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) წარმომადგენლობა საქართველოში; გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) საქართველოში; გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) საქართველოში; გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობა საქართველოში; გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი; შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) საქართველოში; ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში; ევროპის საბჭოს წარმომადგენლობა საქართველოში; USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოში; არასამთავრობო ორგანიზაცია − ქალთა საინფორმაციო ცენტრი; არასამთავრობო ორგანიზაცია − სამოქალაქო განვითარების სააგენტო; არასამთავრობო ორგანიზაცია − საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; არასამთავრობო ორგანიზაცია − კონსტიტუციის 42-ე მუხლი; არასამთავრობო ორგანიზაცია − საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო; ფონდი „ღია საზოგადოება − საქართველო“; არასამთავრობო ორგანიზაცია − ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); არასამთავრობო ორგანიზაცია − ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); არასამთავრობო ორგანიზაცია − პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR); არასამთავრობო ორგანიზაცია − იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“; არასამთავრობო ორგანიზაცია − სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი; კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).“.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები