დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 196 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 12/04/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 130030000.10.003.023407 |
|
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის V1 და V2 თავების, ასევე 552 მუხლის მე-3 პუნქტისა და „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №507 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/09/2015, 130030000.10.003.018893) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:
1. დანართ №2-ის („სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებული ინფორმაციების ნუსხა“) მე-19 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების − საქართველოს სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შიდასაუწყებო ნორმატიული აქტები, რომლებიც აწესრიგებენ მათ შიდა საქმიანობას უშუალოდ ქვეყნის თავდაცვის, დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოების, სამოქალაქო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სფეროებში;“.
2. დანართ №3-ის („იმ უფლებამოსილი პირების ნუსხა, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალურ დაშვებას უზრუნველყოფენ“): ა) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „29. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი.“; ბ) 29-ე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 30-ე პუნქტი: „30. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.“. 3. დანართ №4-ის („იმ უფლებამოსილი პირების ნუსხა, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების კომპეტენცია“): ა) 37-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „37. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი.“; ბ) 37-ე პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე პუნქტი: „38. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2022 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები