„საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 192
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 200230100.10.003.023403
192
12/04/2022
ვებგვერდი, 13/04/2022
200230100.10.003.023403
„საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №192

2022 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

 

„საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №279 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 14/07/2011, 200230100.10.003.016439) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1.   მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საბიუჯეტო ორგანიზაციის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამავე გადაწყვეტილებით განისაზღვრება თარიღი, რომლის მდგომარეობითაც არსებული საგადასახადო დავალიანება უნდა იქნეს ჩამოწერილი, აგრეთვე ჩამოსაწერი საგადასახადო დავალიანების ოდენობა და სტრუქტურა (ძირითადი, ჯარიმა და საურავი).“.

2.  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა

1. შემოსავლების სამსახური, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ახორციელებს საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების (ძირითადი, ჯარიმა და საურავი) ჩამოწერას.

2. საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის საგადასახადო დავალიანების (ძირითადი, ჯარიმა და საურავი) შემცირება მისი პირადი აღრიცხვის ბარათებზე ხორციელდება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი