„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 822
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/05/2022
სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.017315
822
20/04/2022
ვებგვერდი, 02/05/2022
010130000.22.027.017315
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №822

2022 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

 

„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის მოწმობის გაცემისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის №99 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.06.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016312) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები, გარდა ფოტოსურათისა, შესაბამის ორგანოს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მონაცემთა ელექტრონული ბაზა და სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად გამოყენებული სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემთა ბაზები შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.“.

2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3,5x4,5 სმ., ელექტრონული ფორმით;“.

3. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოწმობის შესაცვლელად პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. განცხადებასთან ერთად პირმა უნდა წარადგინოს მოწმობა (გარდა მოწმობის დაკარგვის შემთხვევისა), მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3,5x4,5 სმ., ელექტრონული ფორმით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრირატი ბრეგაძე