დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 824 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 20/04/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/05/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 010130000.22.027.017314 |
|
„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 4 ნოემბრის №50 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 04.11.2014წ., სარეგისტრაციო კოდი: 010130000.22.027.016555) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის დოკუმენტები, გარდა ფოტოსურათისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი, ზომით 3,5x4,5 სმ., ელექტრონული ფორმით;“. 3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის შესაცვლელად პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს. განცხადებასთან ერთად პირმა უნდა წარადგინოს ფერადი ბიომეტრიული ფოტოსურათი,ზომით 3,5x4,5 სმ., ელექტრონული ფორმით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები