სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 753
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 30/08/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 88, 03/09/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.11.106.005.481
  • Word
753
30/08/2002
სსმ, 88, 03/09/2002
170.040.000.11.106.005.481
სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.040.000.11.106.005.481

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 753

2002 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

"ნოტარიატის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს № 321 ბრძანებით დამტკიცებულ სანოტარო მოქმედებების შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 56-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის აბზაცი:

"ნოტარიუსი ვალდებულია ანდერძთან დაკავშირებული სანოტარო აქტის (ანდერძის დამოწმების, შესანახად მიღების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ სანოტარო აქტი) შესახებ შეტყობინება, სანოტარო აქტის სარეგისტრაციო ნომრისა და თარიღის მითითებით, არაუგვიანეს აქტის დამოწმების დღის მომდევნო სამუშაო დღისა, დაზღვეული წერილით გაუგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს".

2. ნოტარიუსი ვალდებულია 2002 წლის 15 ოქტომბრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარმოადგინოს ინფორმაცია, 2001 წლის 1 ოქტომბრიდან ამ ბრძანების ამოქმედებამდე მის მიერ დამოწმებულ ანდერძთან დაკავშირებული სანოტარო აქტების (ანდერძის დამოწმების, შესანახად მიღების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ სანოტარო აქტი) შესახებ.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

რ. გილიგაშვილი