დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 817 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს იუსტიციის მინისტრი |
მიღების თარიღი | 13/04/2022 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 040150000.22.027.017308 |
|
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 31 დეკემბრის №487 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 31/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040150000.22.027.016983) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. სააგენტოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ზეპირი მოსმენა შეიძლება გაიმართოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ან მის გარეშე.“. 2. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. იურიდიული პირის მიერ ან მისი მონაწილეობით შედგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტზე ხელმოწერა უნდა დამოწმდეს ნოტარიუსის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ხოლო ელექტრონულ დოკუმენტზე, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა შესრულდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და მას უნდა დაესვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპი. 4. იურიდიული პირის მიერ სარეგისტრაციო მიზნებისთვის გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ის უნდა შეიცავდეს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და მას უნდა დაესვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.“. 3. მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 და მე-9 პუნქტები: „8. დაინტერესებული ფიზიკური პირის (მათ შორის, მისი წარმომადგენლის) ვინაობა დგინდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტის, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის, საქართველოში მცხოვრები უცხოელის ბინადრობის მოწმობის, დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის საფუძველზე. დასაშვებია დაინტერესებული პირის/წარმომადგენლის ვინაობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ან საერთაშორისო მართვის მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად ასევე მიიჩნევა შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთში სამოქმედოდ, ბინადრობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა. 9. დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმდგენის ვინაობის დასადგენად სააგენტოს უნდა წარედგინოს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტი. სარეგისტრაციო განცხადების მიღებაზე უფლებამოსილ პირს შეუძლია აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე, დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმდგენის ვინაობის დადგენის მიზნით, გამოიყენოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზა. თუ სარეგისტრაციო განცხადების წარდგენისას ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი დოკუმენტის საფუძველზე პირის ვინაობის დადგენა შესაძლებელია ელექტრონულ მონაცემთა ბაზით, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას არ დაერთვის დაინტერესებული პირის, მისი წარმომადგენლის ან/და განცხადების წარმომდგენის ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან ამონაბეჭდი ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან.“.
|
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები