„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 13/04/2022
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016182
34
13/04/2022
ვებგვერდი, 13/04/2022
040170020.57.069.016182
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №34

2022 წლის 13 აპრილი

ქ. თბილისი

„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18.08.2015, 040170020.57.069.016067) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმებისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-4 მუხლის 2 1 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით გამარტივებული შესყიდვის განსახორციელებლად, ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს მომართვასთან ერთად, თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებზე ნაკლებია, ხოლო თუ გამარტივებული შესყიდვის ღირებულება შეადგენს ან აღემატება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ ევროკავშირის დირექტივებით დადგენილ მონეტარულ ზღვრებს – გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან ერთად. ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემული უნდა იქნეს მომართვის წარდგენამდე/გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე არაუგვიანეს 30 დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია კონკრეტული ვადით და აღნიშნული ვადა არ არის ამოწურული. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, ექსკლუზიური უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი ატვირთოს სისტემაში გამარტივებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან/გამარტივებული შესყიდვის შესახებ დასაბუთებულ გადაწყვეტილებასთან ერთად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიზაზა ნანობაშვილი