„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 177
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 12/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.023388
177
12/04/2022
ვებგვერდი, 12/04/2022
010220020.10.003.023388
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №177

2022 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2011, 010220020.10.003.016206) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის“ მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 მუხლი 2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური

მომსახურების სახე

მომსახურების  ვადა

მომსახურების ტარიფი ლარებში (დღგ-ის ჩათვლით)

1

ღვინოზე, ღვინისეულ სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე, სპირტიან სასმელზე, სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის ეთილის სპირტისა და სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის დისტილატზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა, ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილ ყურძნის ტკბილსა და ყურძნის წვენზე VI1 სერტიფიკატის გაცემა

1 სამუშაო დღე;

2 სამუშაო დღე;

3 სამუშაო დღე;

4 და მეტი სამუშაო დღე

              300

              250

             150

              50

2

მეწარმის მიერ დამტკიცებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციის შეთანხმება

თითოეულ დასახელებაზე

300

3

ღვინოსა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელზე ახალი ადგილწარმოშობის დასახელებისა და ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლა-დადგენაზე დასკვნის მომზადება და გადაცემა

500

4

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ორგანოლეპტიკური შემოწმება

ყოველ ნიმუშზე

50

5

სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს (სასაქონლო ნიშნის) ლოგოს გამოყენების უფლებით სარგებლობა

თითოეულ ბოთლზე

0,05.

“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი