დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით უწყებრივ რეესტრში პროაქტიულად შეტანის წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 22 მარტის №01-24/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-34/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 12/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 12/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470230000.22.035.016963 |
|
,,ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით უწყებრივ რეესტრში პროაქტიულად შეტანის წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 22 მარტის №01-24/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
|
,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
|
,,ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით უწყებრივ რეესტრში პროაქტიულად შეტანის წესის დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 22 მარტის №01-24/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 22/03/2022, 470230000.22.035.016953) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ფარმაცევტული პროდუქტის აღიარებითი რეჟიმით უწყებრივ რეესტრში პროაქტიულად შეტანის წესის‘‘ მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. აღიარებითი რეჟიმით უწყებრივ რეესტრში პროაქტიულად შეტანილ ფარმაცევტულ პროდუქტზე დაინტერესებული პირი ვალდებულია პირველი იმპორტის განხორციელებისთანავე (არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა), სააგენტოში წარადგინოს ფარმაცევტული პროდუქტის ინსტრუქციის ქართულ ენაზე ავტორიზებული თარგმანი და ინსტრუქციის ორიგინალი სამინისტროს მიერ დადგენილი წესით. ასევე, ფარმაცევტული პროდუქტის პირველადი და მეორეული შეფუთვა-მარკირების ელექტრონული ვერსია ან მაკეტი. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 12 აპრილიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები