“საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმების დამტკიცების შესახებ”

  • Word
“საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/08/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 88, 03/09/2002
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.11.116.005.478
  • Word
39
27/08/2002
სსმ, 88, 03/09/2002
330.130.000.11.116.005.478
“საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმების დამტკიცების შესახებ”
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.130.000.11.116.005.478

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის

ბრძანება 39

2002 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსებაში სახელწიფოებრივი წესრიგის დამყარების მიზნით, საქართველოს კანონების მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ”, ”სამშენებლო საქმიანობის შესახებ” და საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის 687 ბრძანებულების საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების შესახებ” შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმები”;

2. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ჩხენკელი

საქართველოს ქალაქებსა და სხვა დასახლებებში ქუჩების გასწვრივ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსების ნორმები

1.    ქუჩის გასწვრივ საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები უნდა დაპროექტდეს ქუჩის წითელი ხაზიდან არანაკლებ 3 მეტრის მანძილზე, გარდა ამ ნორმების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.    ქუჩის გასწვრივ დასაპროექტებელი შენობა-ნაგებობათა ფასადების სიბრტყიდან გამოწეული კონსტრუქციული ელემენტები (აივნები, ერკერები, კარნიზები, წინაფრები, კიბეები და სხვ.) არ უნდა გასცდეს დადგენილი წითელი ხაზის საზღვარს.

3.    ჩამოყალიბებული განაშენიანების რეკონსტრუქციის პირობებში, როდესაც არსებული შენობა-ნაგებობები განთავსებულია წითელ ხაზზე, ასაშენებელი საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების დაპროექტება დასაშვებია როგორც ქუჩის წითელი ხაზიდან დაშორებით, ასევე უშუალოდ ქუჩის წითელ ხაზზე. ასეთ შემთხვევაში ქუჩის წითელ ხაზზე დასაპროექტებელ შენობა-ნაგებობათა ფასადების სიბრტყიდან კონსოლური აივნების, ერკერების, კარნიზებისა და წინაფრების გამოწევა არ უნდა აღემატებოდეს 1.4 მეტრს. ამასთან, ფასადების სიბრტყიდან გამოწეული ნაწილები უნდა მოეწყოს სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 3.0 მეტრის სიმაღლეზე ქუჩის ყველაზე მაღალი ნიშნულიდან.