„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 8724
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 07/04/2022
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016667
8724
07/04/2022
ვებგვერდი, 11/04/2022
000000000.00.00.016667
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის № 13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის

ბრძანება №8724

2022 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის  13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის  №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის  №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 23-ე და 24-ე პუნქტები:

„23. გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომლის წარმოშობის მომდევნო წლის 1 იანვრიდან გასულია 3 წელი, გარდა ლატარიის გადასახდელის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხისა და ამ მუხლის მე-20 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა, თუ მას ზედმეტად გადახდილი თანხის წარმოშობის მომდევნო წლის 1 იანვრიდან გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე პერიოდში არ უფიქსირდება ამ ბარათზე გატარებული ოპერაცია (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე).

24. ამ მუხლის 23-ე პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმება ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის მიერ, ყოველი წლის 15 იანვარს“.

2. ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან 30 სამუშაო დღის ვადაში, იმ გადასახადის გადამხდელს, რომელსაც 2019 წლის პირველი იანვრიდან ამ ბრძანების ძალაში შესვლამდე არ უფიქსირდება ამ ბრძანების პირველ პუნქტში ასახული მეთოდური მითითების მე-4 მუხლის 23-ე პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია, გაუუქმდეს 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც ამ ბრძანების ამოქმედების მომენტისათვის ფიქსირდება ზედმეტად გადახდილად.

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                                ლევან კაკავა.