დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 55 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016415 |
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“–პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №29 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 08.12.2017. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016248) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მერის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვის, სოფლის მეურნეობის და ზედამხედველობის სფეროებს, ხოლო მერის მოადგილე ხელმძღვანელობს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროებს.“ 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-11 მუხლის: ა) მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, სამშენებლო ზედამხედველობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური;“. ბ) მე-4 პუნქტს დამატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ზედამხედველობის სამსახური;“. გ) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „თ“ ქვეპუნქტი. 4. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების: ა) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურებას; ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით.“. ბ) მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მერიის ეკონომიკური განვითარების, ეკონომიკური სტატისტიკის, ქონების მართვისა და სოფლის მეურნეობის სამსახური უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებადამუშავებას; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნასა და განახლებას; მუნიციპალიტეტის ქონების მართვას; წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ზედამხედველობას მუნიციპალური ქონების დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე, მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლებამოვალეობათა განხორციელებას; სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობაში გაცემული ქონების ქირის გადახდის ყოველთვიური მონიტორინგი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობაში გაცემული ქონების ხელშეკრულების პირობების მონიტორინგი; ქირის გადაუხდელობის ან/და ხელშეკრულების სხვა პირობების შემთხვევაში მოსარგებლის გაფრთხილება როგორც წერილობითი მიმართვით, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით; სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ სარგებლობაში გაცემული ქონების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების, მათ შორის ქირის გადაუხდელობის, შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის წინადადების და საჭირო დოკუმენტციის წარმოდგენა; სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ პირობებით პრივატიზებული ქონების საპრივატიზაციო პირობების მონიტორინგი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი დარგობრივი სამსახურის/სამსახურების ჩართულობით; სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ პირობებით პრივატიზებული ქონების საპრივატიზაციო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტის წინადადების და საჭირო დოკუმენტციის წარმოდგენა; სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო კულტურის წარმოების ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება, ამ მიზნით კომპეტენტურ ინსტიტუტებთან და სპეციალისტებთან თანამშრომლობა; საქართველოს მთავრობის და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის სფეროში საინვესტიციო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა და დაინტერესებულ პირთა საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფა; ბუნებრივი რესურსების სარგებლობისას, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში გარემოს დაცვისა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის დახმარების აღმოჩენას და მათთან ურთიერთთანამშრომლობას კანონდარღვევების თავიდან აცილების მიზნით.“. გ) მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნას, ტერიტორიის კეთილმოწყობის მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას; მუნიციპალიტეტის დაკვეთით განხორციელებული ობიექტების დაპროექტებისა და მშენებლობის კოორდინაციას; მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას.“. დ) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-51 პუნქტი: „51. ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს მერიის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სამტრედიის მუნიციპალიტეტში მშენებარე შენობა–ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო–ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესების, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათი არსებული წესით შესაბამისობაში მოყვანას. კეთილმოწყობის წესებისა და გარე იერსახის დაცვაზე კონტროლს, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის შესაბამისად.“. ე) მე-12 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-8 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 3 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები