დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 53 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016413 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №35 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ-პორტალი, 08.12.2017. სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.120.016254) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების: ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის – განყოფილებისაგან და სამსახურის საჯარო მოხელეებისაგან.“. ბ) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-ლი პუნქტი: „11. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილება.“. გ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება მერიის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მერის ბრძანებით, სამსახურის უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს სამსახურის განყოფილების უფროსი.“. 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილების ფუნქციები 1. ბავშვის უფლებათა დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს: ა) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელის შექმნას და მათი სამოქმედო უბნების განსაზღვრას; გ) ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინირებულ მუშაობას; დ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას; ე) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევას, რეგისტრაციასა და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრას; ვ) დამტკიცებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შესაბამისად, სტატისტიკის წარმოებას; ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას; ზ) ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციული და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელებას; თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; სამსახურში შესული კორესპონდენციების განხილვას; ი) გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადებას და წარდგენას; კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 3 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები