დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 08/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/04/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 03/05/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016411 |
|
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №32 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 08. 12. 2017წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016251) შეტანილ იქნეს ცვლილება.
2. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საბუღალტრო მომსახურებას; ადგილობრივი შესყიდვების ორგანიზებასა და განხორციელებას, თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალურ ხარჯვას, შესყიდვების პროცედურების კანონიერების დაცვით.“ 3. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შესყიდვების განყოფილება.“ 4. ამოღებულ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების მე-3 მუხლის: ა) „ც“-ქვეპუნქტი; ბ) „ძ“-ქვეპუნქტი; გ) „წ“ ქვეპუნქტი. 5. ამოღებულ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების მე-6 მუხლის: ა) „თ“ ქვეპუნქტი; ბ) „ი“ ქვეპუნქტი; გ) „კ“ ქვეპუნქტი; დ) „კ1“ ქვეპუნქტი; ე) „კ2“ ქვეპუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 3 მაისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები