პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის (ფორმა №1 და ფორმა №2) ფორმების დამტკიცებისა და მისი გამოწერის, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 01-30/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 08/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2022
ძალაში შესვლის თარიღი 11/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016959
01-30/ნ
08/04/2022
ვებგვერდი, 08/04/2022
470230000.22.035.016959
პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის (ფორმა №1 და ფორმა №2) ფორმების დამტკიცებისა და მისი გამოწერის, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-30/ნ

2022 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის (ფორმა №1 და ფორმა №2) ფორმების დამტკიცებისა და მისი გამოწერის, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესის შესახებ

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე, 28-ე და 31 მუხლების, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ‘‘ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. დამტკიცდეს:

ა) პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის გამოსაწერი  ფორმა №1 და ფორმა №2 რეცეპტის გამოწერის, შეძენის, შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და განადგურების წესი (დანართი №1);

ბ) ნარკოტიკული საშუალების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკი ფორმა №1 (დანართი №2);

გ) ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფარმაცევტულ პროდუქტთან გათანაბრებული სამკურნალო საშუალებების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკი ფორმა №2 (დანართი №3);

დ) რეცეპტის ბლანკების სააღრიცხვო ჟურნალის ფორმა (დანართი №4).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის 1999 წლის 29 ნოემბრის №465/ო ბრძანება „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების, ამ ნივთიერებათა წამლის ფორმების, მათი შემცველი კომბინირებული პრეპარატების გამოსაწერი რეცეპტის ბლანკის ფორმების დამტკიცების, მათი დანიშვნისა და გამოწერის დროებითი წესების შესახებ“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 11 აპრილიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიზურაბ აზარაშვილი