დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „არაკონვენციური მცურავი საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2020 წლის 24 ივნისის №09 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი |
| მიღების თარიღი | 12/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 310020000.55.067.016145 |
|
„არაკონვენციური მცურავი საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2020 წლის 24 ივნისის №09 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგნული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„არაკონვენციური მცურავი საშუალებების უსაფრთხოების მინიმალური მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ“ სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ დირექტორის 2020 წლის 24 ივნისის №09 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) ბრძანების მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9–მე-12 პუნქტები: „9. მცურავი საშუალება, რომელიც იყენებს ამწე მოწყობილობებს (ჯალამბარი) და მასთან დაკავშირებულ ფოლად ბაგირს და მისი ამწეობა აღემატება 1 (ერთი) ტონას და მეტს ან იყენებს ამწე მოწყობილობას ტურისტული, გასართობი მიზნებისთვის, ექვემდებარება ყოველწლიურ შემოწმებას. 10. სამაშველო ჟილეტის (Non inflatable life jackets) შემოწმება (გამოცდა/ტესტირება) უნდა განხორციელდეს 3 (სამი) წელიწადში ერთხელ, ხოლო ვიზუალური ინსპექტირება უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად. 11. გასაბერი სამაშველო ჟილეტის (inflatable life jackets) შემოწმება (გამოცდა/ტესტირება) უნდა განხორციელდეს ყოველწლიურად. 12. ამ ბრძანებით განსაზღვრული მინიმალური მოთხოვნები ასევე ვრცელდება იმ მცურავ საშუალებებზე, რომლებიც არ არის რეგისტრირებული საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში, ნაოსნობს ორ თვეზე მეტი პერიოდით საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში და ჩართულია სხვადასხვა საქმიანობაში (გართობა, გასეირნება, ტურისტული, სპორტული და სხვა მიზნებისთვის).“; გ) ბრძანების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ამ ბრძანების ამოქმედებიდან 3 (სამი) თვის ვადაში, გემთმფლობელები ვალდებული არიან უზრუნველყონ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად მოთხოვნილი ძებნა-გადარჩენის ტრანსმისტერი AIS SART ან SART რადიოაღჭურვილობა და უნივერსალური ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა მიმღებ-გადამცემით (UAIS) .“ დ) დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ე) დანართი №2-ის შენიშვნა „*3“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3-სამგზავრო გემის მიმართ – განუსაზღვრელად ცურვის რაიონისა, ადამიანთა მაქსიმალური რაოდენობის 100%-სთვის. სასეირნო დანიშნულების სამგზავრო გემის მიმართ, რომელიც ნაოსნობს ხმელეთიდან 2 (ორი) საზღვაო მილის ჩათვლით, არ მოეთხოვებათ სამაშველო ტივი.“; ვ) დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით; ზ) დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები