დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის № 03/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 51/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 08/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/04/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 22/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240030.22.022.018159 |
|
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №03/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 26 მარტის №03/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 26/03/21, სარეგისტრაციო კოდი: 010240030.22.022.018003) პირველი მუხლით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4 ადმინისტრაცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. მინისტრი ადმინისტრაციას უწევს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 2. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს. 5. მე-10 მუხლის: ა) მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ასრულებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის/ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.";
ბ) მე-4 - მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამმართველოს უფროსი სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსისა და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის წინაშე. 5. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან იმ დროს, როდესაც ვერ ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობას, სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. 6. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს საჯარო მოსამსახურეები, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციების განხორციელების მიზნით, ასრულებენ ადმინისტრაციის უფროსის, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილისა და სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს.“. 6. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „თ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „ი" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) წარუდგენს მინისტრს წლიურ ანგარიშს ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველი წლის ბოლოს. ასევე, პერიოდულ ანგარიშებს მინისტრის მოთხოვნისამებრ;". 8. მე-13 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ადმინისტრაციის უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შემთხვევაში მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ახორციელებს ადმინისტრაციის უფროსის უფლებამოსილებას;“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) ადმინისტრაციის უფროსის მიერ, ამ მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიზეზის გარდა, ადმინისტრაციის უფროსის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციის უფროსის ზეპირსიტყვიერი დავალების საფუძველზე, კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს ადმინისტრაციის საქმიანობას, ასევე ხელს აწერს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს;"; ა.გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ავიზებს ადმინისტრაციაში მომზადებულ დოკუმენტებს;“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის არყოფნის ან მის მიერ ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან ადმინისტრაციის ერთ-ერთი საჯარო მოხელე.“. 9. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 4. სამმართველოს უფროსის მივლინებაში, შვებულებაში, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს ან მის მიერ სამმართველოს უფროსის მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში სამმართველოს უფროსის ფუნქციას ასრულებს მინისტრის/უფლებამოსილი პირის ბრძანებით განსაზღვრული ადმინისტრაციის ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები