,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.116.016541
18
06/04/2022
ვებგვერდი, 08/04/2022
010250050.35.116.016541
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ცაგერის მუნიციპალიტეტი
 
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2022 წლის 6 აპრილი

ქ. ცაგერი

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ’’ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 აპრილის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე -20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ცაგერის მუნიციპალიტეტის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახე“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 აპრილის №8 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/04/2021წ., სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.116.016503) შევიდეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის   მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გაპიროვნებული ავტომობილი- ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც იმყოფება ცაგერის მუნიციპალიტეტის ბალანსზე  და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს  თანამდებობის პირებზე .“

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. გაპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები

გაპიროვნებული ავტომობილი შეიძლება გააჩნდეს შემდეგ თანამდებობის პირებს:

ა) ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერი;

ბ) ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

გ) ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;

დ) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე;

ე) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე;

ვ) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ზ) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ;

თ) ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის,მობილიზაციისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჭაბუკი ჭაბუკიანი