„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 12/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/04/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2025
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016974
18
12/04/2022
ვებგვერდი, 12/04/2022
120340000.22.026.016974
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №18

2022 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №51 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ატაშეების და წარმომადგენლების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის  №51 ბრძანებით (ვებგვერდი, 30/12/2019, სარეგისტრაციო კოდი: 120340000.22.026.016742) დამტკიცებულ დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის „დ1“-„დ5“ ქვეპუნქტები:

„დ1) საერთაშორისო ორგანიზაციებში შესაბამისი სტრუქტურების სხდომებზე დასწრება და ანგარიშების მომზადება;

2) საერთაშორისო ორგანიზაციებში არსებული სამშვიდობო ოპერაციების სამსახურებთან რეგულარული და მჭიდრო მუშაობა, თანამშრომლობის სხვადასხვა გზების მოძიების მიზნით;

3) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს სამხედრო კომიტეტთან, სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე მუშაობა;

4) საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობა, თავდაცვის და უსაფრთხოების მიმართულებით;

5) საერთაშორისო ორგანიზაციებში სამხედრო-პოლიტიკური მიმართულების ფარგლებში წლის განმავლობაში ჩატარებულ კონფერენციებზე, სამუშაო შეხვედრებსა და პრეზენტაციებზე დასწრება, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და სამინისტროში გადაგზავნა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე