,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 08/04/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016435
7
06/04/2022
ვებგვერდი, 08/04/2022
010250050.35.164.016435
,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 დეკემბრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2022 წლის 6 აპრილი

ქ. ყვარელი

 

,,ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ’’ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 22 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 01/01/2022 წ. 010250050.35.164.016427) კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ახალშობილ ბავშვთა ოჯახების ერთჯერადი დახმარების ქვეპროგრამა

დახმარება გაიცეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალშობილზე, თუ ახალშობილის ერთ-ერთი მშობელი მაინც არის რეგისტრირებული ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. 2021 წლის ბოლოს (ვისაც არ უსარგებლია ანალოგიური დახმარებით) და 2022 წელში ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებზე, დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში. პირველ ბავშვზე გაიცემა - 200 ლარი, მეორე ბავშვზე - 250 ლარი, ორი ტყუპის დაბადების შემთხვევაში – 450 ლარი.

ქვეპროგრამით სარგებლობისათვის საჭირო დოკუმენტაცია:

ა) მშობლის განცხადება;

ბ) ბავშვის/ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;

გ) მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, სტატუსის  დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.“

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირების დაფინანსება თვეში 150 ლარის ოდენობით:

საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (მოსარგებლის, ოჯახის წევრის);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა N100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. იშვიათი, თანდაყოლილი, მძიმე პათოლოგიის  (ჰემოფილია, ცელიაკია, ფენილკეტონურია და სხვა დაავადების) მქონე 18 წლამდე ასაკის პაციენტთა დახმარება წელიწადში:

ა) ფენილკეტონურია - 800 ლარი;

ბ) ცელიაკია - 800 ლარი;

გ) ჰემოფილია - 800 ლარი;

საჭირო დოკუმენტაცია:

ა) განცხადება (მოსარგებლის ან ოჯახის წევრის);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ფორმა N100 ჯანმრთელობის შესახებ;

დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპლიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიოთარი ბუჯიაშვილი