„წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 05/04/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/04/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 23/04/2024
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.023385
174
05/04/2022
ვებგვერდი, 07/04/2022
010220030.10.003.023385
„წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №174

2022 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

„წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის №457 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 11 სექტემბრის №457 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/09/2018,  010220030.10.003.020773) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას უწყებათაშორისი საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

ა) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − ნინო ენუქიძე − საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი − ანდრო ასლანიშვილი − საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

გ) სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველი მოადგილე − ნანა ზამთარაძე − საბჭოს წევრი;

დ) სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე − ირაკლი გელაშვილი − საბჭოს წევრი;

ე) სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსი − ირაკლი ნადარეიშვილი − საბჭოს წევრი;

ვ) სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი − შორენა იოსებიძე − საბჭოს წევრი;

ზ) სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსი − მერაბ ჩალათაშვილი − საბჭოს წევრი;

თ) სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფროსი − გოჩა ფირცხელიანი − საბჭოს წევრი;

ი) სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი − გალინა ბიწაძე − საბჭოს წევრი;

კ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი − ვახტანგ ცინცაძე − საბჭოს წევრი;

ლ) სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი − მირიან  ბედიანიძე − საბჭოს წევრი;

მ) სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მომსახურების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი − მირიან ჩაჩავა − საბჭოს წევრი;

ნ) სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი − მარიამ დევდარიანი − საბჭოს წევრი;

ო) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე − ნინო თანდილაშვილი − საბჭოს წევრი;

პ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის გარემოსდაცვითი შეფასების სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი − ეკა ელგენდარაშვილი − საბჭოს წევრი;

ჟ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი − ნინო ჩიქოვანი − საბჭოს წევრი;

რ) სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი − მერაბ გაფრინდაშვილი − საბჭოს წევრი;

ს) სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი − ნელი კორკოტაძე − საბჭოს წევრი;

ტ) სსდ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოს ინტეგრირებული კონტროლის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი − დიმიტრი ღლონტი  −  საბჭოს წევრი;

უ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე − მირზა გელაშვილი − საბჭოს წევრი;

ფ) სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურის მთავარი შრომის ინსპექტორი − ბექა ფერაძე − საბჭოს წევრი;

ქ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე − თამილა ბარკალაია − საბჭოს წევრი;

ღ) სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსი − ნანა გაბრიაძე − საბჭოს წევრი;

ყ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − მზია გიორგობიანი − საბჭოს წევრი;

შ) სსდ − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე  − გიორგი წერეთელი − საბჭოს წევრი;

ჩ) სსიპ − კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე − დავით ლომიტაშვილი − საბჭოს წევრი;

ც) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე − ვალერიან გობრონიძე − საბჭოს წევრი;

ძ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე − ერეკლე ღვინიანიძე − საბჭოს წევრი;

ჭ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი − ნინო მინდიაშვილი − საბჭოს წევრი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი