დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 28 |
| დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.162.016564 |
|
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 2 მარტის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/03/2022; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.162.016562) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:
„მუხლი 171. საკრებულოს თანამდებობის პირის შვებულება. საკრებულოს წევრის სამსახურებრივი მივლინება 1. საკრებულოს თანამდებობის პირს შვებულება ეძლევა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 62-ე და 64-ე მუხლებით დადგენილი წესით. შვებულების პერიოდში საკრებულოს თანამდებობის პირს უჩერდება უფლებამოსილება. 2. საკრებულოს წევრის (მათ შორის, თანამდებობის პირის) ქვეყნის ფარგლებში და მისი ფარგლების გარეთ მივლინებით გაგზავნის, მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობა და პირობები, აგრეთვე მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური გარანტიები განსაზღვრულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და „პროფესიული საჯარო მოხელის მივლინებით გაგზავნის წესის, მისი სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურებისა და კომპენსაციის ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 25 აპრილის №211 დადგენილებით. 3. საკრებულოს თავმჯდომარის შვებულებისა და სამსახურებრივი მივლინების საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო, ხოლო საკრებულოს სხვა წევრების (მათ შორის, თანამდებობის პირების) მიმართ - საკრებულოს თავმჯდომარე. 4. საკრებულოს თავმჯდომარის შვებულებისა და სამსახურებრივი მივლინების საკითხის გადასაწყვეტად შეიძლება მოწვეულ იქნეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა.“.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები