ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2022 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2022 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი ნ-3
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 04/04/2022
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 260000000.64.076.016107
ნ-3
04/04/2022
ვებგვერდი, 05/04/2022
260000000.64.076.016107
ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2022 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-3

2022 წლის 4 აპრილი

ქ. თბილისი

 

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) 2022 წლის გამოცემის ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. ქართულ ენაზე სამოქმედოდ შემოღებულ იქნეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IASB) მიერ მიღებული და გამოცემული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები – 2022 წელი (შემდგომ – სტანდარტები).

2. სტანდარტების გამოყენება სავალდებულოა 2022 წლის პირველ იანვარს და შემდგომ დაწყებული საანგარიშგებო პერიოდისთვის.

3. სტანდარტები განთავსდეს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ვებგვერდზე (www.saras.gov.ge).

4. ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტები სამსახურის მიერ განახლდეს სტანდარტების მოქმედი ინგლისურენოვანი რედაქციის განახლებიდან 6 თვის ვადაში.

5. სამსახური უზრუნველყოფს ამ ბრძანებით სამოქმედოდ შემოღებული სტანდარტების თარგმანის პერიოდულ რედაქტირებას, ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელიდავით მჭედლიძე