იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 718
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/08/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 86, 26/08/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 22/02/2011
სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.005.463
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
718
22/08/2002
სსმ, 86, 26/08/2002
100.020.010.11.106.005.463
იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (26/08/2002 - 30/06/2002)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.020.010.11.106.005.463

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 718

2002 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

„პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 6 დეკემბრის №464 ბრძანების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესცენტრის თანდართული დებულება.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესცენტრის დებულება

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

    მუხლი 1

წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომ – დეპარტამენტის) პრესცენტრის (შემდგომ – პრესცენტრი) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, მართვის ორგანიზაციასა და სტრუქტურას.

    მუხლი 2

პრესცენტრი წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვდანაყოფს, რომლის დანიშნულებაა დეპარტამენტის საქმიანობის გაშუქება.

    მუხლი 3

პრესცენტრი თავისი საქმიაობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, კანონით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის შესახებ, იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით.

    თავი II. პრესცენტრის ამოცანები

    მუხლი 4

პრესცენტრის ამოცანებია:

ა) უზრუნველყოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების საქმიანობისა და მიმდინარე პროცესების გაშუქება;

ბ) მოამზადოს და გამართოს პრესკონფერენციები, ბრიფინგები, შეხვედრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

გ) გაეცნოს პრესას და საჭიროების შემთხვევაში გამოქვეყნებული მასალები, თუ მასში მოყვანილი ფაქტები კონკრეტულ თანამდებობის პირის (ან დეპარტამენტის რომელიმე თანამშრომლის) არამართლზომიერ ქმედებაზე მიუთითებს, გადასცეს დეპარტამენტის თავმჯდომარეს შემდგომი რეაგირებისათვის;

დ) საჭიროებისამებრ მოამზადოს პრესაში გამოქვეყნებული მასალების საპასუხო წერილები;

ე) დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს და საჭიროებისამებრ პრესას მიაწოდოს დეპარტამენტის და სასჯელაღსრულების დაწესებულებების ყველა სამსახურის კანონით ნებადართული მონაცემები ან ინფორმაცია.

    თავი III. პრესცენტრის მართვა

    მუხლი 5

პრესცენტრს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 6

პრესცენტრის უფროსი დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.

    მუხლი 7

პრესცენტრის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) მონაწილეობს პრესცენტრის კანდიდატურების შერჩევაში;

გ) აკონტროლებს პრესცენტრის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას;

დ) აბარებს პრესცენტრის მუშაობის ანგარიშს;

ე) წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს წინადადებებს პრესცენტრის მუშაობის ორგანიზაციის, მოხელეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანშეწონილობის თაობაზე;

ვ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რაც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;

ზ) ანაწილებს ფუნქციებს პრესცენტრის მოხელეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს.

   

 

თავი IV. პრესცენტრის მოსამსახურეები

    მუხლი 8

პრესცენტრის მოსამსახურეებს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს იუსტიციის მინისტრი.

    მუხლი 9

1. პრესცენტრის მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან განყოფილების უფროსის წინაშე.

2. პრესცენტრის მოსამსახურეები ახორციელებენ პრესცენტრის უფროსის დავალებებს ფუნქციონალური მოვალეობების მიხედვით.

    თავი V. დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 10

წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება იუსტიციის მინისტრის ბრძანების საფუძველზე.