დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 03 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 7 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.147.016267 |
|
„ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 03 თებერვლის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ერედვის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 03 თებერვლის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 05/02/2020; 010250020.35.147.016232) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების მე-2 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ინსპექტირების განყოფილება 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი. 4. სამსახურის განყოფილება შედგება მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან. 5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 6. განყოფილების საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.“ 2. დადგენილება დაემატოს მე-5 მუხლი, შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ინსპექტირების განყოფილების ფუნქციები სამსახურის ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ინსპექტირების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავებასა და ამავე დარგების შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფას; ბ) განყოფილების მიერ ცალკეული დარგების რეგულირებას, კოორდინაციასა და განვითარების პრიორიტეტული მიმართულების შემუშავებას; გ) განყოფილების სფეროს ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ინფორმაციების მოპოვებას შესწავლასა და დამუშავებას და გამგებლისათვის დასკვნებისა და რეკომენდაციების სახით მიწოდებას; დ) მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ინსპექტირების განხორციელებას; ე) მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ელექტროფიცირების, გაზმომარაგების კანალიზაციისა და წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების განხორციელების მონიტორინგს; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები