ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.128.016458
11
04/04/2022
ვებგვერდი, 05/04/2022
010250050.35.128.016458
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2022 წლის 4 აპრილი

დაბა ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, დანართში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში,, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 09/09/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.128.016180) და დადგენილებით დამტკიცებული  დანართი    ჩამოყალიბდეს   ახალი რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე



დანართი
 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ „სამსახური“) წარმოადგენს მერიის სტრუქტურიულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების, სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, მერიის დებულების, წინამდებარე დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება მერიის საშტატო ნუსხით.

4. სამსახურს უფლება აქვს ჰქონდეს შესაბამისი ბლანკი და ბეჭედი თავისი დასახელების აღნიშვნით.

5. სამსახურის ადგილსამყოფელია დაბა ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა №15.


მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები, ამოცანები, უფლებები და მოვალეობები
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

ბ) საგანგებო ეპიდსიტუაციისას ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სახელმწიფო ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის კუთხით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების (საავადმყოფო,პოლიკლინიკა, სოფლის ამბულატორიები და ა.შ.) მონიტორინგი.

დ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საბავშვო-სააღმზრდელო და სხვა დაწესებულებების მონიტორინგი სანიტარიულ-ჰიგიენური კუთხით;

ე) ფიზიკური და იურიდიული პირების მოთხოვნით, სხვადასხვა ობიექტების მშენებლობა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით სანიტარიული ზედამხედველობის განხორციელება;

ვ) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის ხელშეწყობა;

ზ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია;

თ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;

ი) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა;

კ) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ვეტერანთა საქმეების კოორდინაცია და მონიტორინგი;

ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მონაცემების შეგროვება და მუნიციპალური პროგრამების ბენეფიციართა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა;

მ) მოქალაქეთა განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირება;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

ო) „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 სექტემბრის №437 დადგენილების მოთხოვნათა შესაბამისად კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ბავშვებზე ძალადობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ადგილზე ამოწმებს ბავშვებზე ძალადობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ შემთხვევებს, ახდენს შეფასების შედეგების ზუსტ დოკუმენტირებას და სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფას, ხოლო საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, სავალდებულო წესით აგზავნის შეტყობინებას სააგენტოსა და პოლიციაში, ავსებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს, რომელსაც უგზავნის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს ფოსტით, ფაქსით ან არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემით, ხოლო გადაუდებელ შემთხვევაში, ვალდებულის ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას, გამოიძახოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სააგენტოს შეატყობინოს ,,ცხელი ხაზის“ მეშვეობით ან/და წერილობით;

პ) „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ფუნქციების განხორციელება.

ჟ) უზრუნველყოს საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“-თ გათვალისწინებული  ბავშვის უფლებების დაცვის ღონისძიებების განხორციელება, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.

რ)უზრუნველყოს საქართველოს კანონით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“-თ გათვალისწინებული ბავშვის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

ს) უზრუნველყოს ბავშვის მხარდაჭერის მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელება, განხორციელების პროცესის მონიტორინგი და შეფასება.

ტ)უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის სოციალური მუშაკის ქსელის შექმნა და სამოქმედო უბნების განსაზღვრა.

უ)ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების მიზნით უზრუნველყოს კოორდინირებული მუშაობა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ფ) უზრუნველყოს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაცია.

ქ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინოს  ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენა, შესაბამისი ოქმების შედგენა, სახდელის შეფარდება ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნა.

ღ) ბავშვის უფლებების დაცვის  პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფა.

ყ)უზრუნველყოს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის დამტკიცებული პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება, ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა და წარმოება.

შ) უზრუნველყოს ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა.

ჩ)უზრუნველყოს ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის   (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინოჩვენებაზე  და მასობრივ გასართობ  ცენტრში დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის  სამართლებრივი შეზღუდვების  დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური  და თრობის  სხვა საშუალებების, უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების  აკრძალვის  წესების დაცვის მიზნით პრევენციული და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელება ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე.

2. თავისი ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელებისთვის სამსახურს უფლება აქვს:

ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს მერიის სტრუქტურული ერთეულების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები და სპეციალისტები;

ბ) დაქვემდებარებულ სფეროში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე მოამზადოს სათანადო წინადადებები და დასკვნები შესაბამის ინსტანციაში წარსადგენად;

გ) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;

დ) მიიღოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო საქმიანობის უფლებამოსილების საკითხებზე, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საკითხი მათი სამედიცინო საქმიანობის ნებართვის შეჩერების ან შეწყვეტის მოთხოვნით;

ე) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

3. სამსახური ვალდებულია:

ა) პასუხი აგოს მასზე გადაცემული ქონების შენახვასა და დაცვაზე;

ბ) მოცემული დებულებით განსაზღვრული უფლებების ფარგლებში შეასრულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის სამართლებრივი აქტები;

გ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელება;

დ) თავის ფუნქციების განხორციელებისას შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით, შესაბამისის სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით გან


მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა
1.სამსახურის სტრუქტურაში  შედის:

ა) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი;

ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები;

გ) მესამე რანგის უფროსი სპეციალისტები;

დ) მეოთხე რანგის უმცროსი სპეციალისტი.

2. სამსახურის განყოფილებები:

ა)სოციალური დაცვის განყოფილება;

ბ) ბავშვის უფლებათა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება.


მუხლი 4. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი არის საჯარო მოხელე, რომელსაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიმართ დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებით შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;

ზ) ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;

თ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მერის დავალებით მის უფლებამოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი, ხოლო მის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის ერთ-ერთი უფროსი სპეციალისტი.


მუხლი 5. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი
1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს – განყოფილების უფროსს

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

2. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმისწარმოებას;

ე) პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს-სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსის დავალებით განყოფილების უფროსის უფლებამოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი სპეციალისტი, ხოლო მის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების ერთ-ერთი უმცროსი სპეციალისტი.

4. უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.


მუხლი 6. სოციალური დაცვის განყოფილების ფუნქციები
1. თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.

2. სოციალური დაცვის სფეროში გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია.

3. სხვადასხვა კატეგორიის სოციალურად დაუცველი პირების აღრიცხვა, მათზე სოციალური დახმარებისა და სხვა სახის შეღავათების დაწესების შესახებ წინადადებების მომზადება.

4. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვის, დასაქმებისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა.

5. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვა, მათი პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალურ უფლებათა დაცვა.

7. იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

8. მოქმედი  კანონმდებლობის  თანახმად  ვეტერანთა საქმეების კოორდინაცია და მონიტორინგი.

9. საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და მერის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.


მუხლი 7. ბავშვის უფლებათა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ფუნქციები
1. განყოფილება ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის მერიის საკუთარი  და  დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

2.  ბავშვის უფლებათა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

ა) ბავშვის უფლებათა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას, მათი განხორციელების კოორდინაციას, განხორციელების პროცესის მონიტორინგს და შეფასებას;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის განმახორციელებელი სოციალური მუშაკების ქსელის შექმნას და მათი სამოქმედო უბნების განსაზღვრას;

გ) ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინირებულ მუშაობას;

დ) არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;

ე) სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობას როგორც ქვეყანაში, ისე მისი ფარგლების გარეთ;

ვ) ბავშვის უფლებების დაცვის მუნიციპალური პროგრამების განსახორციელებლად შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევას, რეგისტრაციას და შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრას;

ზ) დამტკიცებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების შესაბამისად სტატისტიკის წარმოებას, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნას;

თ) ბავშვის საჯარო სივრცეში დაცვის, საჯარო ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით ბავშვთა ჯგუფური ტრანსპორტირების წესების დაცვის და ბავშვზე მეთვალყურეობის განმახორციელებელი პირის (ღონისძიების ორგანიზატორის) მიერ ვალდებულებების შესრულების, ბავშვის ბეჭდურ მედიასთან, საჯარო კინო ჩვენებაზე და მასობრივ გასართობ საცეკვაო ცენტრში (ღამის კლუბში) დაშვებისა და ბავშვისთვის ჩაწერილი ფილმის ხელმისაწვდომობის სამართლებრივი შეზღუდვების დაცვის, ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმელის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმისა და კაფსულის უსასყიდლო და სასყიდლიანი მიწოდების აკრძალვის წესების დაცვის მიზნით პრევენციულ და შესაბამისი რეაგირების ღონისძიებების განხორციელებას ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე;

ი) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამოვლენას, შესაბამისი ოქმების შედგენას, სახდელის შეფარდებას ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოსათვის გადაგზავნას;

კ) ბავშვის უფლებების დაცვის  პროგრამების განხორციელების მიზნით შესაბამისი კერძო სამართლის იურიდიული პირების შერჩევის, მათი რეგისტრაციის და სახელშეკრულებო პირობების განსაზღვრის პროცესის უზრუნველყოფას;

ლ) საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის შესახებ სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელებას;

მ) სამსახურის უფროსს 3 თვეში ერთხელ წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ.

3. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა ეფუძნება საფრთხის პრევენციისა და ადრეული დახმარების პრინციპს.

4. განყოფილება  ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის ღონისძიებებს ახორციელებს ინტერდისციპლინური შეფასების საფუძველზე, რაც  უზრუნველყოფილია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პერსონალით.

5. განყოფილების მიერ ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ბავშვის უფლებათა კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების პრინციპების და პროცედურების დაცვით და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ დამტკიცებული ბავშვისა და ოჯახის მხარდაჭერის ღონისძიების განხორციელების ინსტრუქციის შესაბამისად.