ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს №33 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს №33 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016454
8
04/04/2022
ვებგვერდი, 05/04/2022
010250020.35.128.016454
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს №33 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს №33 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2022 წლის 4 აპრილი

დაბა ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს N 33 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20- მუხლის   მე - 4 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 აგვისტოს №33 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი, 25/08/2015, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.128.016234) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე



 დანართი

მუხლი 1
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)

1. განისაზღვროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების  (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა თვეში არაუმეტეს 676 ლარისა და 50 თეთრის“ ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ანაზღაურება საკრებულოს წევრს მიეცემა, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის:

ა) საკრებულოს სხდომებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით;

ბ) საკრებულოს კომისიებში მონაწილეობისთვის,რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით;

გ) საკრებულოს ფრაქციებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სხდომების საოქმო ჩანაწერებით;

დ) ამომრჩეველებთან შეხვედრებისთვის, რაც დადასტურებული უნდა იყოს შეხვედრის დამადასტურებელი ოქმით.

3. საკრებულოს წევრს,  ამ დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული მოთხოვნის  შეუსრულებლობისათვის ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული  თანხის ოდენობა შეუმცირდეს 5%-ით, ხოლო თუ საკრებულოს წევრი ამ დადგენილების პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ „ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქმიანობიდან არ შეასრულებს  არცერთ  მოთხოვნას ხარჯების ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული  თანხა  არ  მიეცემა.

4. საკრებულოს თითოეული  წევრისთვის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) ამ მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკრებულოს წევრის საქმიანობის აღრიცხვისათვის საკრებულოს წევრები, როგორც წესი, ყოველი თვის 14 რიცხვში.

(თუ შესაბამისი თვის 14 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენენ მოხსენებით ბარათს, რომელშიც მითთებული უნდა იყოს ინფორმაცია ამომრჩევლებთან შეხვედრის შესახებ წინა თვეში ამ პუნქტით გათვალისწინებული მოხსენებითი ბარათის  წარდგენის დღიდან მიმდინარე თვეში შესაბამისი მოხსენებითი ბარათის  წარდგენის დღემდე და თანდართული უნდა ჰქონდეს ამომრჩევლებთან  შეხვედრის დამადასტურებელი ოქმი, რომელიც დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ სამი ამომრჩევლის ხელმოწერით.

5. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ხარჯის გაცემა ხდება  საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ყოველი თვის 15 რიცხვში (თუ შესაბამისი თვის 15 რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – მომდევნო სამუშაო დღეს) ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.

5. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკრებულოს წევრების საქმიანობის აღრიცხვის  წარმოებას ახორციელებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.

მუხლი 2
საკრებულოს წევრების (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა

მუნიციპალიტეტის მერია საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-4 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით“.