,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომის ,ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომის ,ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 43
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/04/2022
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 12/11/2025
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016403
43
04/04/2022
ვებგვერდი, 05/04/2022
010250050.35.120.016403
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომის ,ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №43

2022 წლის 4 აპრილი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შრომის ,ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“-ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნას ცვლილება ,,სამტრედიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N28 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ–პორტალი, 24/01/2022, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016388).

2. ,,სამტრედიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N28 დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’-ს 61-ე მუხლის ,,1’’-ლი პუნქტის თანახმად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:’’.

3. ,,სამტრედიის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს  შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N28 დადგენილების მე-4 მუხლის ,,1’’ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტებისა და სპეციალისტებისაგან, ასევე დაინტერესებული იურიდიული პირების  წარმომადგენლებისაგან’’.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია