დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 04/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/04/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 12/11/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.120.016401 |
|
,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“-ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნას ცვლილება ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N26 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებ–პორტალი, 24/01/2022, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016386).
2. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N26 დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.დ“ ქვეპუნქტისა, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ”, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი’’-ს 61-ე მუხლის ,,1’’-ლი პუნქტის თანახმად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:’’. 3. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 21 იანვრის N26 დადგენილების მე-4 მუხლის ,,1’’ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტებისა და სპეციალისტებისაგან, ასევე დაინტერესებული იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან’’. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები