„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
მიღების თარიღი 31/03/2022
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 300320000.16.009.016533
16
31/03/2022
ვებგვერდი, 05/04/2022
300320000.16.009.016533
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი

ეროვნული კომისიის

დადგენილება №16

2022 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 161-ე  მუხლის 12 პუნქტისა და 168-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
„ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილების (ვებგვერდი, 31.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016110) პირველი პუნქტით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ და „თ2“ ქვეპუნქტები:

„თ1აქტივების ფაქტობრივად დადასტურების აქტი – დაინტერესებულ მხარეებს შორის გაფორმებული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება აქტივის ფაქტობრივი არსებობა და მოიცავს თითოეული აქტივის შესახებ შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს: აქტივის უნიკალური ნომერი,  დასახელება, მწარმოებელი (მოწყობილობის შემთხვევაში), მასალა, დიამეტრი, წნევა, კედლის სისქე (მილსადენის შემთხვევაში), გამტარუნარიანობა (მოწყობილობის შემთხვევაში), განლაგება (მიწისზედა/მიწისქვეშა), ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი, ექსპლუატაციის ვადა, მდებარეობა, განზომილების ერთეული, რაოდენობა, საკადასტრო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სართულების რაოდენობა (შენობის შემთხვევაში), საერთო ფართი (შენობის შემთხვევაში, გამოხატული კვადრატული მეტრით), სტატუსი (მოქმედი/უმოქმედო/დაუმთავრებელი მშენებლობა).

2აქტივების ინვენტარიზაციის აქტი – ინვენტარიზაციის ჩატარების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა გათვალისწინებით შედგენილი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება აქტივის ფაქტობრივი არსებობა და მოიცავს თითოეული აქტივის შესახებ შემდეგ ინფორმაციას/მონაცემებს: აქტივის უნიკალური ნომერი,  დასახელება, მწარმოებელი (მოწყობილობის შემთხვევაში), მასალა, დიამეტრი, წნევა, კედლის სისქე (მილსადენის შემთხვევაში), გამტარუნარიანობა (მოწყობილობის შემთხვევაში), განლაგება (მიწისზედა/მიწისქვეშა), ექსპლუატაციაში შესვლის თარიღი, ექსპლუატაციის ვადა, მდებარეობა, განზომილების ერთეული, რაოდენობა, საკადასტრო კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სართულების რაოდენობა (შენობის შემთხვევაში), საერთო ფართი (შენობის შემთხვევაში, გამოხატული კვადრატული მეტრით), სტატუსი (მოქმედი/უმოქმედო/დაუმთავრებელი მშენებლობა).“.

2. 32-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 161-ე მუხლის 1და 12 პუნქტების შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის სათანადო ხარისხის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად დროებითი ღონისძიების შემუშავების ფარგლებში, კომისია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში გაითვალისწინებს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატისგან შესყიდული აქტივების ღირებულებას შესაბამის შეფასების აუდიტორულ ანგარიშში მითითებული საბაზრო ღირებულებით, რომელსაც დაემატება ამ ღირებულების დადგენასთან დაკავშირებული აუდიტორული/საშემფასებლო მომსახურების დანახარჯი. თავის მხრივ, შესყიდული აქტივების საბაზრო ღირებულებით შეფასების აუდიტორული ანგარიში უნდა მოიცავდეს მხოლოდ იმ აქტივებს, რომლებიც დადასტურებული იქნება არაუადრეს აღნიშნული შეფასების განხორციელების წინა წელს  შედგენილი აქტივების ინვენტარიზაციის აქტით ან/და აქტივების მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმებული აქტივების ფაქტობრივად დადასტურების აქტით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარედავით ნარმანია
კომისიის წევრიგოჩა შონია
კომისიის წევრიგიორგი ფანგანი
კომისიის წევრიგიორგი ფრუიძე