დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის N110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/06 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016032 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 18 ივნისის №110/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/06/2019, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.017734) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ეროვნული მუზეუმის“ დებულების მე-3 მუხლის:
1. მე-6 პუნქტის „გ3“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ4“ ქვეპუნქტი: „გ4) ამტკიცებს ამ მუხლის 141 პუნქტში მითითებული სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელების დანიშვნის/გათავისუფლების შესახებ;“. 2. მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. ეროვნული მუზეუმის სტრუქტურა შედგება ეროვნული მუზეუმის ცენტრალური აპარატისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მუზეუმების/მუზეუმთა ჯგუფებისაგან. ცენტრალური აპარატი და მუზეუმ(ებ)ი/მუზეუმთა ჯგუფ(ებ)ი, თავის მხრივ, შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.“. 3. მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 და 142 პუნქტები: „141. ეროვნული მუზეუმის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადმინისტრაციის დეპარტამენტი; ბ) სერვისებისა და ახალი ტექნოლოგიების დეპარტამენტი; გ) მონიტორინგის დეპარტამენტი; დ) ეკონომიკური დეპარტამენტი; ე) ფონდების დაცვა-აღრიცხვის დეპარტამენტი. 142. ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლების დანიშვნა/გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორატი ან დირექტორატის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირი.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანების პირველი მუხლის გათვალისწინებით, დირექტორატმა, სამინისტროსთან შეთანხმებით, 2022 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ეროვნულის მუზეუმის სტრუქტურასა და ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების ასახვა. |
| მუხლი 3 |
1. ბრძანების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივნისიდან.
2. ბრძანების მე-2 მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები