დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 01/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.140.016477 |
|
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ივლისის №10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/07/2014, ს/კოდი: 010250020.35.140.016096) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
|
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის კ ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებაზე მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრისა, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე;“. 2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ლ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებაზე;“. 3. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის მ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას მერისათვის თანხმობის მიცემაზე ისეთ გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების 5%-ს;“. 4. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ო) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი აუდიტორული შემოწმების ანაგარიშს და დასკვნას, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს;". 5. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი: „4. ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები