დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/03/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 01/04/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.113.016457 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/04/2022 - 24/01/2023)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“ თანახმად დანართისა. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 დეკემბრის N20 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 31/12/2020წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.113.016432). |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
|
ეს წესი აწესრიგებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან (შემდგომში – „ბიუჯეტი“) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების დანიშვნასთან და გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სახეებს, მათი დანიშვნისა და გაცემის ადმინისტრირების სახელმძღვანელო პრინციპებს, განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების დანიშვნასა და გაცემაზე უფლებამოსილ უწყებას. |
თავი I
ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები
|
მუხლი 1.
ჯანმრთელობის დაცვის დახმარების სახეები:
|
1. ბიუჯეტი ითვალისწინებს ჯანმრთელობის დაცვის შემდეგი სახის ფულად დახმარებებს:
ა) მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 02); ბ) თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 03); გ) ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 04); დ) გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 05); ე) ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფიის) ერთჯერადი დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 06). |
მუხლი 2.
მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 02)
|
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეების მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება, კერძოდ:
ა) მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 0-დან 150001-მდე, მედიკამენტების შესაძენად გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით; ბ) ვეტერან ქალბატონებს, მედიკამენტების შესაძენად გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება ფარმაცევტულ დაწესებულებაში ჩარიცხვით, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული მოქალაქეების სამედიცინო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსებაში დახმარება, კერძოდ: ა) მოქალაქეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზაში“ სარეიტინგო ქულით 0-დან 150001-მდე, გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება მკურნალობის ხარჯების თანაგადახდით, სამედიცინო დაწესებულებაში უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ წესის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ე-ზ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული პირობებით; ბ) ვეტერან ქალბატონებს, მედიკამენტების შესაძენად გაეწევათ გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება მკურნალობის ხარჯების თანაგადახდით, სამედიცინო დაწესებულებაში უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ წესის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ე-ზ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული პირობებით; გ) მკვეთრად ან/და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება მკურნალობის ხარჯების თანაგადახდით, სამედიცინო დაწესებულებაში უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ წესის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ე-ზ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული პირობებით; დ) 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეწევათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება მკურნალობის ხარჯების თანაგადახდით, სამედიცინო დაწესებულებაში უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ წესის მეორე მუხლის მეორე პუნქტის „ე-ზ“ ქვეპუნტებით განსაზღვრული პირობებით; ე) თუ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა არ აღემატება 150 ლარს, დაფინანსება მოხდება სრულად; ვ) თუ ბენეფიციარის მიერ ასანაზღაურებელი თანხა აღემატება 150 ლარს, თანაგადახდა განხორციელდება ერთჯერადად საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარი შეადგენს 150 ლარს; ზ) თუ მკურნალობის ხარჯები სრულად ბეფეციარის ასანაზღაურებელია (არ არსებობს თანაგადახდა) დაფინანსება განხორციელდება წარმოდგენილი თანხის 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარი შეადგენს 150 ლარს. 3. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ); დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშფაქტურა); ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული მიმართვა (ასლი); ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 3.
თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 03)
|
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირებს, რომლებიც ჩართული არიან დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საჭიროებენ დიალიზის კურსის ჩატარებას, უფლება აქვთ ისარგებლონ კვარტალში ერთხელ ფულადი დახმარებით 300 ლარის ოდენობით, ხოლო პერიტონიალურ შემთხვევაში ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით.
2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 4.
ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება (პროგრამული კოდი 06 01 04) |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარებას, პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მკურნალობის ხარჯების თანაგადახდას, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით, კერძოდ:
ა) იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის და სხვა) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40% არ აღემატება 200 ლარს, ანაზღაურება მოხდება მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით. ბ) იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანიის და სხვა) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40% მეტია 200 ლარზე, შემთხვევის დაფინანსება მოხდება საყოველთაო ჯანდაცვის (სადაზღვევო კომპანია) ფარგლებში არსებული ტარიფით განსაზღვრული სახელმწიფოს (სადაზღვევო კომპანია) მიერ ასანაზღაურებელი თანხის 40%-ის, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა. დაფინანსების ქვედა ზღვარია 200 ლარი. ხოლო ყოველ შემდეგ შემთხვევაზე, იგივე მოქალაქის (სამედიცინო მომსახურება, გამოკვლევები) დაფინანსება მოხდება ანალოგიურად, მხოლოდ დაფინანსების ზედა ზღვარი იქნება 300 ლარი, ხოლო ქვედა ზღვარი 200 ლარი. გ) იმ შემთხვევაში, როცა არ არსებობს თანაგადახდა, ანუ თუ მკურნალობის ხარჯები მთლიანად პაციენტის დასაფარია, პირველ ჯერზე დაფინანსება მოხდება წარმოდგენილი თანხის ნახევრის, მაგრამ არაუმეტეს 600 ლარისა, დაფინანსების ქვედა ზღვარია 200 ლარი, ხოლო ყოველ შემდეგ შემთხვევაზე იგივე მოქალაქის დაფინანსება მოხდება ანალოგიურად, ოღონდ ასანაზღაურებელი თანხის ზედა ზღვარი იქნება 300 ლარი, ხოლო ქვედა ზღვარი 200 ლარი. დ) დაფინანსებას ონკოლოგიური დაავადების სამკურნალოდ (მედიკამენტები და სამედიცინო დანიშნულების საგნები), ბენეფიციარები ონკოლოგის დანიშნულებით, წელიწადში ერთხელ, მოთხოვნის შესაბამისად, მიიღებენ დახმარებას უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებებში, ინვოისით წარმოდგენილი თანხის შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს 250 ლარისა; ე) აღნიშნული მუხლით, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას დაფინანსებაზე გარკვეული ნოზოლოგიების დროს (ზედაპირული მცირე ზომის კეთილთვისებიანი სიმსივნეების გეგმიურად თანადაფინანსებაზე), რაც ნეგატიურად არ აისახება ბენეფიციარის ჯანმრთელობაზე. შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ პირველადი მომართვისას პაციენტის დაფინანსება მოხდება არაუმეტეს სამასი ლარისა, შემდგომი მომართვა განხილული იქნება როგორც პირველადი მომართვა. 3. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა №IV – 100/ა (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ); დ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 5.
გადაუდებელი და არაპროგრამული რეფერალური სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 05)
|
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახებისთვის ფინანსურ დახმარებას განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა: გადაუდებელი მდგომარეობების დროს (სამედიცინო თანადაფინანსება, რომელიც არ ჯდება მერიის თანადაფინანსების პროგრამაში), ინვოისით წარმოდგენილი ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 500 ლარისა. ასევე, არაპროგრამული რეფერალური მომსახურება უნაღდო ანგარიშსწორებით, ინვოისით წამოდგენილი ასანაზღაურებელი თანხა არაუმეტეს 500 ლარისა; გამონაკლის შემთხვევაში – ფინანსური დახმარება ტრანსპორტირებისათვის, მათ შორის, ქვეყნის გარეთ, მაქსიმალური ოდენობით 500 ლარი (გარდა იშვიათი გამონაკლისისა). 2. დახმარებისათვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბისად. |
მუხლი 6.
ძვირადღირებული კვლევის (კომპიუტერული ტომოგრაფია, ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია, კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია და სხვა) დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 01 06) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 200 001-მდეა და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, ასევე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 200 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (კომპიუტერული ტომოგრაფია და ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია). 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 200 001-მდეა და ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, ასევე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 90 % არაუმეტეს 300 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია). 3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა 0-დან 200001-მდეა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ სტატუსის მქონე პირებს და შშმ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში ეძლევათ საშუალება მიიღონ თანადაფინანსება ინვოისით წარმოდგენილი თანხის 50% არაუმეტეს 500 ლარის ფარგლებში ძვირადღირებულ კვლევაზე (კორონაროგრაფია, ანგიოგრაფია). ასევე, გამონაკლის შემთხვევაში სხვა ძვირადღირებული კვლევების თანადაფინანსება, ოზურგეთში რეგისტრირებული იმ პირებისა, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150001-მდეა (200 ლარამდე კვლევები დაფინანსედება 90% თანაგადახდით, 200 ლარის ზემოთ ღირებულების კვლევები დაფინანსდება 50%-ით არაუმეტეს 500 ლარისა). 4. ბენეფიციარებს, რომელთაც აღნიშნული კვლევები მთლიანად ან ნაწილობრივ უფინანსდებათ საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ან რომელიმე სადაზღვევო კომპანიის მიერ, კარგავენ ამ მუხლით სარგებლობის უფლებას. 5. მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ე) ვეტერანის მოწმობა; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
თავი II
სოციალური მხარდაჭერის პროგრამის სახეები
|
მუხლი 7.
სოციალური დახმარების სახეები:
|
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი დახმარებები:
ა) სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01); ბ) დღის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02); გ) დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03); დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარები (პროგრამული კოდი 06 02 04); ე) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05); ვ) სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06); ზ) ოფიციალურად დადგენილი დღეების აღსანიშნავად სოციალური მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 02 07); თ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08); ი) მზრუნველობამოკლებულთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 09); კ) სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 10); ლ) სოციალურად შეჭირვებული ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნებისა და საკვების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11); მ) ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 02 12); ნ) სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 13). |
მუხლი 8.
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 01) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ 4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სარეიტინგო ქულით 100000-დან და 150 001-მდე, ყოველთვიურად დახმარება გაეწევა თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით. ოთხშვილიან ოჯახს ერთ-ერთი შვილის 18 წლის ასაკის შესრულებისას ეხსნება დახმარება. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს: ა) განცხადება; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლები); გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი); დ) ქორწინების მოწმობა ან/და ჯვრისწერის მოწმობა (ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) ერთ-ერთი მშობლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ზ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 9.
დღის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 02)
|
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. ქვეპროგრამის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივის“ დაფინანსება ყოველთვიურად ერთ ბენეფიციარზე შეადგენს არაუმეტეს 150 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. 2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივი“-ს ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლი“-ს კომუნალური (ბუნებრივი აირის) გადასახადის თანაგადახდა, ანაზღაურდება წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური გადასახადის დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე. |
მუხლი 10.
დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების დახმარებას. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის წელიწადში 4-ჯერ (კვარტალში ერთხელ) მატერიალურ დახმარებას, თითოეულ ჯერზე 400 ლარის ოდენობით. 2. პროგრამით სარგებლობისათვის მეურვემ, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან მეურვეობის შესახებ; ვ) მეურვის საბანკო რეკვიზიტი; ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 11.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 04) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 18 წელს გადაცილებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დაფინანსებას (თვის განმავლობაში არაუმეტეს 20 ბენეფიციარისა), რომლებიც სარგებლობენ საქველომოქმედო ასოციაცია „გურიას“, არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის „დღის ცენტრის“ მომსახურებით. კერძოდ: ა) ბენეფიციართა „დღის ცენტრში“ და ,,დღის ცენტრიდან“ სახლში ტრანსპორტირებას; ბ) ბენეფიციართა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით, დღეში ორჯერ; გ) მომსახურების გაწევას სპეციალისტთა ინტერდისციპლინური გუნდის მიერ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად; დ) სწავლას, სხვადასხვა უნარ-ჩვევების დაუფლებას; ე) გარემოსა და სხვადასხვა საჭიროებების ურუნველყოფას შშმ პირთათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულ მომსახურებას განახორციელებს საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურია“ არაკომერციული-ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ლარისა ერთ ბენეფიციარზე, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, პროგრამის ღირებულება შეადგენს არაუმეტეს 60000 ლარს წელიწადში. 2. საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურია“ უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 20 შშმ პირისათვის 10 დღიანი სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას ზაფხულის სეზონზე, სრული კურსის ანაზღაურება ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 500 ლარს და ის მოიცავს 10 დღის განმავლობაში ბენეფიციართა დასვენებას კომფორტულ გარემოში ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში, ფიჭვნარის პარკთან, უნიკალური მაგნიტური ქვიშების არეალში. სამ სართულიანი ცენტრი არის კეთილმოწყობილი, იზოლირებული აბაზანა–საპირფარეშოთ, ცხელი წყლით, აივნით. გააჩნია ლიფტი, სასადილო დარბაზი, შენობა სრულად ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლეთათვის. მომსახურებაში შედის 3-ჯერადი კვება. ,,შშმ პირთა ურეკის სარეაბილიტაციო კურსი“ - 10000 (ათიათასი) ლარი. 3. საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურია“ უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ,,ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამაში“ რეგისტრირებულ ბენეფიციარებისთვის, ,,ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ სპეციალისტთა ტრანსპორტირებირებას, სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 0-დან 7-წლამდე ასაკის განვითარების შეფერხების, შეზღუდული შესაძლებლობების ან ამ მხრივ რისკის მქონე ბავშვებისათვის ადრეული განვითარების სერვისის მიწოდება, ასევე მათი მშობლების განათლება და უნარ-ჩვევების გაძლიერება ბავშვის აღზრდა-განვითარების სფეროში. პროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ადრეული ინტერვენციის სპეცილისტების მომსახურებას ბავშვისთვის ბუნებრივ გარემოში (სახლში, ბაღში, სკოლაში, ცენტრში). დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქიდან დაშორებული ნებისმიერი სოფლად მცხოვრები ოჯახისთვის იყოს შესაძლებელი პროგრამაში ჩართვა. ვინაიდან რიგ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ერთხელ გადადგილდება ქალაქიდან, რიგ შემთხვევებში კი ბენეფიციარის ოჯახი საკმაო დაშორებით ცხოვრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ადგილიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობა. ბიუჯეტი განისაზღვრება სპეციალისტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად არაუმეტეს 45 ბენეფიციართან, 12 თვის განმავლობაში, თითოეულ განხორციელებულ ვიზიტზე არაუმეტეს 7 ლარისა. პროგრამა ითვალისწინებს თვეში 8 ვიზიტს ერთ ბენეფიციართან, ჯამში 30240 ლარის ოდენობით (7X8X45X12). 4. საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურია“ უზრუნველყოფს შშმ პირებისათვის დაზიანებული ეტლების შეკეთება-აღდგენას. აღნიშნული მიზნით დაიხარჯება არაუმეტეს 500 ლარისა. 5. საქველმოქმედო ასოციაცია ,,გურია“ უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირებისთვის სხვადასხვა კულტურულ-სპორტული ღონისძიებების ჩატარებას: ა) 14 ივნისი - შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში - 500 ლარი. ბ) გურიის ტრადიციული ჩემპიონატი სპორტის სხვადასხვა სახეობებში შშმ პირებს შორის - 500 ლარი; გ) გურიის ღია ჩემპიონატი პლაჟის მჯდომარე ფრენბურთში – 760 ლარი; დ) 3 დეკემბერი შშმ პირთა დაცვი საერთაშორისო დღე - 500 ლარი. ე) საახლაწლო ღონისძიება - 1000 ლარი. სულ წლის განმავლობაში კულტურულ-სპორტული ღონისძიებებისთვის დაიხარჯება - 3260 ლარი. 6. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შშმ პირების ცხოვრების გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით დახმარება (წლის განმავლობაში არაუმეტეს 75000 ლარი), კერძოდ: ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (I ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები და მხედველობით შშმ ბავშვები), უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფულადი დახმარებით 250 ლარის ოდენობით; ბ) მნიშვნელოვნად გამოხატულ შშმ პირებს წლის განმავლობაში ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით (II ჯგუფი, მხოლოდ მხედველობით შშმ პირები, მხედველობით შშმ ბავშვები) . გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ მკვეთრად გამოხატული (I ჯგუფი) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი (გარდა მხედველობით შშმ პირებისა და მხედველობით შშმ ბავშვებისა), ასევე შშმ ბავშვებს, უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფინანსური დახმარებით, 100 ლარის ოდენობით. დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ვეტერანებს, რომელთაც აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაზლებლობის) სტატუსი, უფლება აქვთ ისარგებლონ წლის განმავლობაში ერთჯერადად ფინანსური დახმარებით, 120 ლარის ოდენობით (კომუნალური სუბსიდირება), უნაღდო ანგარიშსწორებით თანხის პირად ანგარიშზე ჩარიცხვის გზით. ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შშმ პირებისათვის სპეციალური ინვენტარის ან დამხმარე საშუალებების შეძენა ან სხვა წლის განმავლობაში 5000 ლარის ფარგლებში; ვ) შშმ პირებს, რომელთა ასაკი 6-დან 18 წლამდეა და რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 200001-მდეა, შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ დახმარება (საჭიროების შემთხვევაში) ჰიგიენური საშუალებების (პამპერსი, ყოველთვიურად არაუმეტეს 60 ლარისა) შესაძენად, უნაღდო ანგარიშსწორებით ფარმაცევტულ დაწესებულებაში. 7. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებს, ( ენეფიციართა ოდენობა წლის განმავლობაში განისაზღვრება 2-17 წლამდე, სულ 12 ბავშვი), რომლებიც ჩართული არიან რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამაში, უფლება აქვთ მიიღონ ყოველთვიური დახმარება სეანსზე 20 ლარის ოდენობით (15X20=300 ერთ ბავშვზე, სულ: 12 (ბავშვი) X15 (სეანსი) X20 (ლარი)X 10 (თვე) . სულ ქვეპროგრამისათვის გათვალისწინებულია 36000 ლარი. 8. აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაცია ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბოლო 2 წლის განმავლობაში რეგისტრირებული და მცხოვრები 2 წლიდან 17 წლის ასაკის ჩათვლით ბავშვების სარეაბილიტაციო მომსახურებას, რომელთა ძირითადი დიაგნოზია („ICD-10“) კლასიფიკაციის მიხედვით განსაზღვრული განვითარების ზოგადი აშლილობები („F84.0“; „F84.9“). ქვეპროგრამაში პირველადი ჩართვის შემთხვევაში ბენეფიციარის დიაგნოზი განსაზღვრული უნდა იყოს „ADOS-2“ ტესტირების აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგის საფუძველზე. მიმწოდებელი, ქვეპროგრამაში ჩართვისას, ქვეპროგრამის განმახორციელებელთან წარმოადგენს სიას მასთან აღრიცხვაზე მყოფი იმ პირების შესახებ, რომლებიც აკმაყოფილებენ პროგრამის კრიტერიუმებს. აღრიცხვაზე მყოფი პირი განცხადებით მიმართავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურს ბენეფიციარის მომლოდინეთა სიაში აღრიცხვის თაობაზე. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დაბადების მოწმობა, პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა), დიაგნოზის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი და სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების მომართვის წერილი. ქვეპროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის სიას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია: მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა, პირადობის მოწმობა/პასპორტი, იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ასლი; მშობლის/ კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან პასპორტი) ასლი, კანონიერი წარმომადგენლის შემთხვევაში – აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის პროგრამის განმახორციელებელთან წარდგენამდე არაუმეტეს, 2 თვით ადრე და მასში მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი, სულ მცირე, „ADOS-2“ აუტიზმის სადიაგნოსტიკო კვლევის შედეგი, „ADOS“ ტესტირების შედეგი; ამასთან, სერვისით უწყვეტად სარგებლობისათვის, ყოველი მომდევნო წლის დასაწყისში უნდა იქნეს წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიმწოდებელთან, დადგენილი ლიმიტის ფარგლებში გაჩენილ ვაკანტურ ადგილებზე, ახალი მოსარგებლის ჩართვა ხდება დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე (მშობელი/ კანონიერი წარმომადგენელი) როგორც სერვისის მიმწოდებელთან, ასევე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – სოციალურ საკითხთა სამსახურის ქვეპროგრამაში ჩართვისას, პრიორიტეტი მიენიჭება მომლოდინეთა რიგში/სიაში მყოფ სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლის ქულა არ აღემატება 70000-ს; ასევე, იმ პირს, რომელმაც უფრო ადრე მიმართა განმახორციელებელს განცხადებით. პროგრამული წლის ათვლა იწყება მომდევნო წლის 1-ელ იანვარს. მიმწოდებლის მიერ უნდა მოხდეს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა განვითარებისა და ადაპტური ფუნქციონირების დონის შეფასება და ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შედგენა; ბავშვის მოტორული, შემეცნებითი, სოციალურ – ემოციური, სოციალური განვითარების, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. აღნიშნული ღონისძიება თავის მხრივ მოიცავს საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური – ინტერდისციპლინური გუნდის – რამდენიმე სპეციალისტის (ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ნევროლოგი, ქცევითი თერაპევტი, ოკუპაციური თერაპევტი/ ფიზიკური თერაპევტი, ლოგოპედი, სპეციალური პედაგოგი და სხვა) მიერ, ბენეფიციარისათვის ინდივიდუალური განვითარების წლიური გეგმის შესაბამისად, კომპლექსური თერაპიის მიწოდებას, (გამოყენებითი ქცევითი ანალიზის თერაპია, საჭიროებისამებრ: კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპია, ოკუპაციური თერაპია, სენსორული თერაპია, ფიზიკური თერაპია, არტთერაპია, მუსიკალური თერაპია მათ შორის ჯგუფური თერაპია და სხვა. ასევე, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მომზადება (მათ შორის, შესაბამისი უნარ- ჩვევების განვითარება და სპეციფიკური ზრუნვის სწავლება) და კონსულტირება ბავშვის განვითარების ინდივიდუალური გეგმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. პროგრამით განსაზღვრული თითოეული ინდივიდუალური სეანსის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ, 1 საათს. გაწეული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული ვაუჩერის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 300 ლარისა - 15 სეანსი (ვაუჩერით ფინანსდება: 11 ქცევითი ანალიზის თერაპიის სეანსი და 4 სხვა თერაპია (კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების, ოკუპაციური თერაპია, სენსორული თერაპია, ფიზიკური თერაპია, არტ თერაპია, მუსიკალური თერაპია-საჭიროებისამებრ). 9. ვაუჩერის ავტომატურ გაუქმებას იწვევს: ბენეფიციარის მიერ წლიური გეგმით თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20% და მეტის გამოუყენებლობა. გამონაკლის წარმოადგენს: ა) ბენეფიციარის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ იგი დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით. ბ) დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო ბენეფიციარის მიერ ვაუჩერის გამოუყენებლობა. გ) ბენეფიციარის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის (კურორტური დასვენება კულტურული შემეცნებითი და სპორტული გასვლები) მიზნით სეანსების გაცდენა (30 დღე წლის განმავლობაში) 6 თვეში ერთხელ მომსახურების მიმწოდებლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურში წარმოადგენენ ბენეფიციარებისათვის გაწეული მომსახურების საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიების გამოყენებით (მ.შ. „ABLLS-R“, „VB-MAPP“, „ESDM“ „Curriculum Checklist“ და სხვა) შეფასების შედეგებს. მიმწოდებლის მიერ, შესრულებული სამუშაოს ანგარიში წარმოდგენილი უნდა იყოს ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე (ანაზღაურებას არ ექვემდებარება საშვებულებო დღეები ჯამში 30 კალენდარული დღე), შემდეგი ფორმის მიხედვით: ინფორმაცია ბენეფიციარების შესახებ (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი); ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ (ქცევის გამოყენებითი ანალიზის, მეტყველების, ოკუპაციური და სხვა თერაპიის კურსის თვეში ჩატარებული სეანსების რაოდენობისა და ასანაზღაურებელი თანხის თაობაზე) ინფორმაცია ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის შესახებ; ანგარიშ-ფაქტურა, მომსახურების შესაბამისი პერიოდის დამადასტურებელი ვაუჩერი, დამოწმებული მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ. ქვეპროგრამით გათვალისწინებული მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების მულტიდისციპლინური ინტერდისციპლინური გუნდის: ნევროლოგის, ფსიქიატრის, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპევტის, ფსიქოლოგის, სპეციალური პედაგოგის, ქცევითი თერაპევტის, მეტყველების თერაპევტისა და სხვათა – ჩართულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა; ჰყავდეს ქცევითი თერაპევტი (10 მოსარგებლეზე, არანაკლებ, 1 თერაპევტი) ამასთან, თუ ქცევითი თერაპევტი წარმოადგენს სხვადასხვა მიმწოდებლის მიერ დასაქმებულს, რომელიც არის ბავშვის ემოციურ-ქცევითი აშლილობების მართვის უნარ – ჩვევების მქონე დიპლომირებული სპეციალისტი ფსიქოლოგიაში, ან მომიჯნავე სპეციალობაში (სპეციალური პედაგოგი, პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფიზიკური თერაპევტი, ენისა და მეტყველების თერაპევტი, სოციალური მუშაკი) და გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადების საერთაშორისო ან/და ადგილობრივი კურსი, რაც დასტურდება სერტიფიკატით ან/და შესაბამისი დოკუმენტით. აუცილებელია, ჰყავდეს ფსიქოლოგიის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხის მქონე ერთი ქცევითი თერაპევტი (სუპერვაიზერი), სუპერვაიზერი ზედამხედველობას უნდა უწევდეს ბავშვის/მოზარდის უნარების შეფასება/გადაფასებას შესაბამისი საერთაშორისო მეთოდოლოგიის გამოყენებით (ინსტრუმენტები: „ABLLS“, „VB-MAPP“, „ESDM“ „Curriculum Checklist“ და სხვა; ინდივიდუალური თერაპიული პროგრამის შედგენას;) ჰქონდეს აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებთან დამოუკიდებლად მუშაობის, სულ მცირე, 2 წლის გამოცდილება; სრულად უნდა ჰქონდეს გავლილი გამოყენებითი ქცევითი ანალიზის საერთაშორისო კურსი, ან მომზადებული იყოს საერთაშორისო ექსპერტების მიერ, რაც დასტურდება შესაბამისი სერტიფიკატით. უზრუნველყოფილი უნდა იყოს შესაბამისი მატერიალურ – ტექნიკური ბაზით (თითოეული მოსარგებლისათვის ერთ-ერთზე სერვისის განსახორციელებლად) ჯგუფური სეანსის შემთხვევაში, ჯგუფში მოსარგებლეების მინიმალური რაოდენობა უნდა იყოს 2 და მაქსიმალური 4, ხოლო ყოველი 2 მოსარგებლისათვის უნდა იყოს გათვალისწინებული 1 შესაბამისი სპეციალისტი არაუმეტეს, 4 ჯგუფური თერაპიისა თვეში; ბენეფიციარს სურვილის შემთხვევაში აქვს შესაძლებლობა შეცვალოს მომსახურე ორგანიზაცია მომდევნო თვის 1-ლი რიცხვიდან. 10. ამ მუხლით სარგებლობისათვის უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); დ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 12.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით დახმარების გაწევას 200 ლარის ოდენობით. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა დახმარებისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 3. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის გარდაცვლილის ოჯახის ფინანსურ დახმარებას 250 ლარის ოდენობით. განმცხადებელმა დახმარებისათვის, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი დევნილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) დევნილის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 13.
სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 06)
|
პროგრამა ითვალისწინებს:
1. „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, თუ გარდაცვლილის ოჯახი სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 150001-მდეა, გარდაცვლილის ოჯახს უფლება აქვს პირის გარდაცვალებიდან 30 დღის განმავლობაში, სარიტუალო ხარჯების გასაწევად მიიღოს ერთჯერადი დახმარება 250 ლარის ოდენობით, (იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა როცა გარდაცვლილის ოჯახს სარეიტინგო ქულა ახალი შეჩერებული აქვს). 3. განმცხადებელმა დახმარებისათვის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; თ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა, სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება ხდება არაუმეტეს 500 ლარისა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. 5. დახმარებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ან გარდაცვლილის მეზობლებმა პირის გარდაცვალებიდან 30 დღის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ: ა) შუამდგომლობა; ბ) განცხადება; გ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი); დ) მეზობლების პირადობის მოწმობები (ასლი); ე) ერთ-ერთი მეზობლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 14.
ოფიციალურად დადგენილი დღეების აღსანიშნავად სოციალური მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 02 07) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. საქართველოში ოფიციალურად დადგენილი დღეების (3-8 მარტი, 9 აპრილი, 9 მაისი, 8 აგვისტო, 27 სექტემბერი, 3 დეკემბერი ) აღნიშვნას, ბენეფიციარების ფულად დახმარებას. 2. არსებული ქვეპროგრამით დახმარების გაცემაზე და ღონისძიების მოწყობაზე პასუხისმგებელია შესაბამისი სამსახური. |
მუხლი 15.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08)
|
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს, ეძლევათ საშუალება მიიღონ დახმარება, კერძოდ: ა) მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ოჯახებს (რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 200001-მდეა), საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ეძლევათ საშუალება მიიღონ მატერიალური (გამონაკლის შემთხვევაში ფინანსური) დახმარება საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად; ბ) თავშესაფრის გარეშე დარჩენილ ოჯახებს ეძლევათ საშუალება მიიღონ დახმარება საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაში (სოციალური საცხოვრისი, საცხოვრებელი ფართის ქირით უზრუნველყოფა (ნაწილობრივ ან მთლიანად)), ასევე საცხოვრებელი სახლის ნაწილობრივი ან სრული შეძენა; გ) გამონაკლის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფი განიხილავს განსაკუთრებულ მდგომარეობებს (ხანძარი ან სხვა); დ) გაწეული დახმარების ოდენობა ვარიაბელურია, მაგრამ ერთეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს 10000 ლარს. განსაკუთრებულ შემთხვევებში დახმარების ოდენობას განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფი. 2 მატერიალური ან ფინანსური დახმარებისთვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (0-დან 200001-მდე); დ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 3. თავშესაფრის გარეშე დარჩენილმა ოჯახებმა საცხოვრებელი ფართის ქირის საფასურით უზრუნველყოფის მოთხოვნისას უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) მოქალაქის განცხადება; ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ქონების ფლობის შესახებ; გ) დამქირავებელსა და გამქირავებელს შორის დადებული ხელშეკრულება ( I და II რიგის ნათესაური კავშირის მქონე პირებთან დადებული ხელშეკრულება შეიძლება გახდეს უარის თქმის მიზეზი); დ) დამქირავებლის და გამქირავებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლები); ე) გამქირავებლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ბინის საკუთრების შესახებ; ვ) გამქირავებლის საბანკო რეკვიზიტები; ზ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. 4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების დანიშვნის ან შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში ტექსტში – „სამუშაო ჯგუფი“). სამუშაო ჯგუფს უფლება ეძლევა ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირებს რიგ შემთხვევაში მიანიჭოს უპირატესობა საცხოვრებელი ფართის ანაზღაურების დროს. მიღება-ჩაბარების აქტის არ წარმოდგენის ან საცხოვრებელი ფართის შეცვლის (ან სხვა დასაბუთებულ) შემთხვევში, შესაბამის სამსახურს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს ქირის გადახდა. |
მუხლი 16.
მზრუნველობამოკლებულთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 09)
|
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული შეჭირვებული მოსახლეობის, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 200 001-მდეა (გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა) დახმარების მიზნით ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფას. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ (არსებობის შემთხვევაში); დ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 17.
სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 10) |
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ქ. ოზურგეთში, მეცნიერების ქ. №16-ში მდებარე ხანდაზმულთა სახლში მყოფი ბენეფიციარების მომსახურების სუბსიდირებას, ხანდაზმულთა სახლის კომუნალური (ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია) გადასახადების დაფინანსებით უზრუნველყოფის სახით. 2. კომუნალური მომსახურების (ბუნებრივი აირის, ელექტროენერგია) ხარჯების ანაზღაურება მოხდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე. |
მუხლი 18.
სოციალურად შეჭირვებული ოჯახებში ახალშობილის (0-დან 1 წლამდე) მოვლისთვის საჭირო საგნების შეძენისათვის ყოველთვიური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11)
|
პროგრამა ითვალისწინებს:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ოჯახებში, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 70001-მდეა, ბავშვის დაბადების შემთხვევაში მუნიციპალიტეტი გამოუყოფს 1200 ლარს (ყოველთვიურად 100 ლარი) 1 წლის განმავლობაში ბავშვის მოვლის საგნებისა და მედიკამენტის შესაძენად. მოსარგებლეს ეძლევა შესაძლებლობა აღნიშნული საქონელი გაიტანოს ფარმაცევტული დაწესებულებიდან. შენიშვნა: დახმარების გაწევა დაიწყება საბუთების წარმოდგენის თვიდან და გაგრძელდება მანამ, სანამ ბავშვის ასაკი მიაღწევს 1 წელს. 2. პროგრამით სარგებლობის მსურველმა უფლებამოსილმა პირმა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება; ბ) მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი); დ) ინვოისი აფთიაქიდან ყოველთვიურად (არაუმეტეს 100 ლარისა); ე) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან სარეიტინგო ქულის შესახებ; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. |
მუხლი 19.
ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მქონე პირთა ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 06 02 12) |
|
პროგრამა ითვალისწინებს:
1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ან მცხოვრებ ძალადობის მსხვერპლის სტატუსის მქონე პირების ერთჯერადი დახმარებას ფულადი ფორმით 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარებისათვის მოქალაქემ შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს უნდა წარუდგინოს, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);
გ) სხვა საჭირო დოკუმენტაცია სამსახურის მოთხოვნის შესაბისად. |
მუხლი 20.
სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 13)
|
პროგრამა ითვალისწინებს:
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ზრუნვის სისტემიდან გასული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები, მარჩენალდაკარგული პირები, მარტოხელა მშობლები, ახალგაზრდები, მარტოხელა ხანდაზმული პირები, ოჯახური პირობების გამო, დიდი ხნის მანძილზე დაუსაქმებელი დიასახლისები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირები და ა. შ.) ჩართულობას სოციალური მიზნების მქონე სხვადასხვა პროექტებში, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას. |
თავი III
ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება |
მუხლი 21.
ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური |
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას, გარდა წინამდებარე წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამისა, უზრუნველყოფს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური (შემდგომში – „სამსახური“).
2. სამსახური ვალდებულია შეიმუშაოს და აწარმოოს ელექტრონული ბაზები (საოფისე პროგრამა excel-ში), რის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი მუხლებით გაწეული დახმარებებისა და აღებული ვალდებულებების რაოდენობის კონტროლი, ასევე შესაძლებელი იქნება სტატისტიკური ინფორმაციის მიღება შემოსული, დაკმაყოფილებული და დაუკმაყოფილებელი კორესპოდენციებთან დაკავშირებით მუხლობრივად. 3. სამსახური ვალდებულია დაიცვას აღნიშნული ინფორმაცია საქრთველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. წინამდებარე წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დახმარების ფარგლებში ბენეფიციარებზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება სამუშაო ჯგუფის მიერ, რომლის პერსონალურ შემადგენლობას და საქმიანობის წესს ამტკიცებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, იმ სავალდებულო პირობის დაცვით, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში უზრუნველყოფილი იყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაინტერესებულ წევრთა მონაწილეობის შესაძლებლობა. |
მუხლი 22.
ბენეფიციართა მიერ ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დასანიშნად და მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
|
1. სოციალური დახმარების დასანიშნად ან/და მისაღებად მოქალაქე წერილობით განცხადებას წარადგენს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან, ან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
2. შემოსული განცხადებების რეგისტრაციას დადგენილი წესით უზრუნველყოფს მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილება. 3. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში რეგისტრაციისას წერილობით განცხადებაზე, ასლების სახით, თანდართული ყველა დოკუმენტი საქმისწარმოების განყოფილების პასუხისმგებელი თანამშრომლის მიერ უნდა შედარდეს დედანთან და გაკეთდეს სათანადო ჩანაწერი განმცხადებლის პირად საქმეში. 4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული ყველა განცხადება თანდართული დოკუმენტაციითურთ, დადგენილი წესით, ეგზავნება სამსახურს შესწავლისა და დასკვნის/მოხსენებითი ბარათის მომზადებისთვის. 5. განმცხადებლის მიერ არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში სამსახური უზრუნველყოფს განმცხადებლის წერილობით ინფორმირებას აღნიშნულის თაობაზე და განუსაზღვრავს ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. დადგენილ ვადაში განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სამსახური არ განიხილავს მოთხოვნას დახმარების თაობაზე. |
მუხლი 23.
გადაწყვეტილების მომზადება
|
1. სამსახური ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივი შესწავლის საფუძველზე. 3. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეებში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგომა და ა.შ. 4. ყოველთვიური ინფორმაცია სოციალური დახმარების ახალი დანიშვნის ან შეწყვეტის, ან სოციალური დახმარების გაცემის შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის მიერ ეგზავნება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, კონტინგენტის მონაცვლეობის სიებთან ერთად. |
მუხლი 24.
ჯანდაცვის და სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
|
1. სოციალური დახმარების დანიშვნის ან/და გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ან/და მერის კურატორი მოადგილე სამსახურის ან, წინამდებარე წესის მე-15 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების პროგრამის შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დასკვნის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
2. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია წინამდებარე წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ ბენეფიციართათვის სასწრაფო სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და დაყოვნებამ შესაძლოა სავალალო შედეგი გამოიწვიოს, დახმარება შეიძლება გაიცეს სამსახურის დასკვნის/მოხსენებითი ბარათის გარეშეც, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. 3. სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურისა და სამსახურის დასკვნის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მერი უფლებამოსილია გასცეს ვალდებულების წერილი, სამედიცინო დაწესებულებაში თანხის ჩარიცხვა მოხდება შესრულებული სამუშაოს წარმოდგენის შემდეგ. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები