დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 დეკემბრის №100/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 49/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/04/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018157 |
|
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 დეკემბრის №100/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 17 დეკემბრის №100/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 20/12/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018100) პირველი მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად: „მშობლიური ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისთვის საშუალო საფეხურზე ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენა და ლიტერატურა“; ბ) მე-7 პუნქტით გათვალისწინებული 64-ე მუხლის მე-3 პუნქტის (დანართი №4) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მშობლიური ენა და ლიტერატურა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისთვის საშუალო საფეხურზე ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენა და ლიტერატურა“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები