„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
მიღების თარიღი 31/03/2022
დოკუმენტის ტიპი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2022
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016258
79
31/03/2022
ვებგვერდი, 06/04/2022
310150000.54.066.016258
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
 

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება  №79

2022 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 30 აგვისტოს №150 ბრძანებით დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ (www.matsne.gov.ge, 03.09.2012 წ., სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016032) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი „ნ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ავიასპეციალისტებისათვის მოწმობის ფორმა განსაზღვრულია დანართით №9“;

გ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) III. ინდივიდუალური ნომერი (შედგება: სახელმწიფო კოდი/მოწმობის სახეობა/არაბული ციფრები. მოწმობის ნომერი მოიცავს ხუთ არაბულ ციფრს);“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ავიასპეციალისტის მოწმობას აქვს შემდეგი დამცავი ნიშნები:

ა) ბამბის 100%-იანი ქაღალდი;

ბ) ქაღალდის ხილული და უხილავი პოლიკარბონატის ჩანართები, რომლებიც ულტრაიისფერი დასხივებისას გამოსცემენ ლუმინესცენციას;

გ) ექსკლუზიური ქარხნული წყლის ნიშანი (საქართველოს დროშა);

დ) პენეტრირებული წყლის ნიშანი (სააგენტოს ლოგო)“.

2.     მე-8 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  სერტიფიცირებულ სდ-ში  ან  სხვა ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების  მიერ სერტიფიცირებულ სდ-ში შესაბამისი ავიასპეციალისტის პირველადი მომზადების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავიასპეციალისტებისა“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა.დ1“ და „დ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

3.     მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) მოყვარული პილოტის, პლანერის პილოტის, თავისუფალი აეროსტატის პილოტის – 5 წელი“;

ბ) მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4.     29-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

5.     30-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6.     31-ე მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორილევან კარანაძე